თბილისის მერიამ 75 მილიონიანი M2 ტიპის ავტობუსები მალევე გადააკეთა

თბილისის მერიამ 75 მილიონიანი M2 ტიპის ავტობუსები მალევე გადააკეთა

access_time2023-02-07 16:00:42

„ფლანგვის დეტექტორმა“ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოში თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 300 ავტობუსში 37,969,701 ლარი გადაიხადა, თითოეულ ავტობუსში საშუალოდ - 126,565 ლარი; 2021 წელს - 600 ავტობუსში - 75,561,152 ლარი. შეძენიდან მალევე მიკროავტობუსების ნაწილი გადაკეთებულია და მათში კვლავ შეხვდებით ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსის სავარძელსა და რამდენიმე ნაწილს.

 

კვლევაში ვკითხულობთ:

 

„2020 წლის აგვისტოში თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ M2 ტიპის ავტობუსებზე ტენდერი [NAT200010113] გამოაცხადა და 300 ავტობუსი 37,969,701 ლარად შეიძინა. უხეში დათვლით გამოდის, რომ სატრანსპორტო კომპანიამ თითოეულ ავტობუსში საშუალოდ 126,565 ლარი გადაიხადა. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო და საბოლოოდ გამარჯვება შპს ჯი-თი მოტორსმა მოიპოვა.

 

Მეორე ტენდერი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ M2 ტიპის ავტობუსების შეძენაზე 2021 წლის აპრილში გამოაცხადა [NAT210006122]. Სატენდერო დოკუმენტების მიხედვით კომპანიამ 300 ავტობუსი 37,591,451 ლარად შეისყიდა. ტენდერში მონაწილეობას კვლავ ორი კომპანია იღებდა და გამარჯვებული კვლავ შპს ჯი-თი მოტორსი გახდა.

 

გამოდის, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2020 და 2021 წლებში 600 ავტობუსში ჯამში 75,561,152 ლარად შეიძინა, შესაბამისად ერთ ავტობუსში დაახლოებით 125,935 ლარი გადაიხადა.

 

ორივე ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან ჰქონდათ დავალება, რომ ავტობუსებს არანაკლებ 17 მგზავრის გადაყვანა უნდა შესძლებოდა. თავდაპირველად, ჩაფიქრებული იყო, რომ აღნიშნულ ავტობუსებში მგზავრების ფეხზე დადგომა არ შეიძლებოდა და ტრანსპორტში ასვლას მოახერხებდა მხოლოდ იმდენი, რამდენი სკამიც იყო - თუმცა, 2022 წლის მაისში გადაწყვეტილება შეიცვალა.

 

2022 წლის 10 მაისს, თბილისის მერიაში თქვეს, რომ სამარშრუტო ხაზების იმ ნაწილზე, სადაც მგზავრთა ზრდა შეინიშნება, ფეხზე დადგომა დაშვებული გახდება. მერიაში თქვეს ისიც, რომ გადაწყვეტილება დროებითი იყო, თუმცა 8 თვის შემდეგ ფეხზე მდგომი მგზავრების რიცხვი არათუ შემცირებულია, არამედ თითქმის ყველა სამარშრუტო ხაზი მოიცვა.

 

აღსანიშნავია ის, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ შესყიდული M2 ტიპის ავტობუსები სამართავად შპს თბილისის მიკროავტობუსს გადაეცა. შპს თბილისის მიკროავტობუსი 2011 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ოთხ კერძო კომპანიას - შპს თბილისი ლაინი, შპს კაპიტალ გრუპი, შპს ფაბლიქ ქარი და შპს თბილ ქარი. ჩამოთვლილ კომპანიებს 20-წლიანი ნებართვა აქვთ მოპოვებული თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანაზე.

 


ჩვენთვის უცნობია, მოხდა თუ არა შპს თბილისის მიკროავტობუსის მხრიდან 600 M2 ტიპის ავტობუსის გამოსყიდვა - ამ კითხვით თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ ფინანსურ მხარეზე ინფორმაციას არ ფლობენ და ამის შესახებ ინფორმაციის მისაღებად წერილი უნდა გავგზავნოთ.

 

2021 წელს თბილისის მერიამ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დროს აღნიშნა: “ერთ რამეს ვპირდები თბილისელებს, რომ ამ ქალაქში არასდროს დადგება პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, ყოველთვის იქნება ყველაზე განახლებული, ყველაზე სუფთა, ყველაზე მოწესრიგებული ავტობუსები და მიკროავტობუსები…”

 

თბილისის მერიამ მართლაც შეიძინა განახლებული M2 ტიპის ავტობუსები, თუმცა მიუხედავად ამისა, ზოგიერთ მიკროავტობუსში კვლავ შეხვდებით ე.წ ყვითელი მიკროავტობუსის სავარძელსა და რამდენიმე ნაწილს.

 

აღსანიშნავია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ განსაზღვრული ტექნიკური დავალების თანახმად, დეტალურად განისაზღვრა მგზავრთა ასასვლელის შესახებ მოთხოვნები. “ავტობუსს გვერდითა მარჯვენა მხრიდან უნდა გააჩნდეს მგზავრის ასასვლელი გასასრიალებელი კარი. ცენტრალური საკეტით.”

 

მიუხედავად თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ამ ჩანაწერისა, თბილისის ქუჩებში არაერთ m2 ტიპის მიკროავტობუსს შეხვდებით, რომლის ასასვლელი გასასრიალებელი კარი გაუქმებულია და მგზავრებს მხოლოდ წინა კარიდან შეუძლიათ ასვლა, ხოლო შიდა ნაწილი გადაკეთებულია და მეტიც ტრანსპორტში თავსებული  ყვითელი მიკროავტობუსის სავარძელსაც კი ნახავთ, რომლის ჩასანაცვლებლადაც მერიამ ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დახარჯა.

 

აღნიშნული ფაქტისა და მისგან გამოწვეული დისკომფორტის შესახებ ფლანგვის დეტექტორს მოქალაქემ მომართა. ჩვენც დავინტერესდით აღნიშნული ფაქტით და თბილისის მერიას ინფორმაციის დაზუსტების მიზნით მივმართეთ. გვაინტერესებდა აღნიშნული სახის ცვლილება მერიის ნებართვითა და ინიციატივით განხორციელდა თუ არა და ცვლილების შემთხვევაში, რა იყო ამის  მიზეზი. კითხვა მარტივი იყონ - m2 ტიპის ავტობუსების შეძენის შემდეგ განხორციელდა თუ არა მათი რაიმე სახით გადაკეთება/რეკონსტრუქცია?

 



მერიამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან გადაგვამისამართა. ცხადია იმავე კითხვით მივმართეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიასაც. მიუხედავად იმისა, რომ მარტივი შეკითხვით 2023 წლის 9 იანვარს მივმართეთ და ამის პარალელურად დავუკავშირდით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც, პასუხი ჯერაც არ მიგვიღია.

 

აღსანიშნავია, რომ კანონის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:

 

სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;

 

მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;

 

სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.

 

შესაბამისად, კანონით განსაზღვრული მაქსიმალური, 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგაც კი არ მიგვიღია პასუხი მარტივ კითხვაზე, განახორციელა თუ არა m2 ტიპის ავტობუსების რაიმე სახით გადაკეთება/რეკონსტრუქცია.“ ნათავამია კვლევაში.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up