დასრულდა წინადადებების მიღება თბილისის მერიის ორ ტენდერზე, სადაც მხოლოდ „გრინსერვისი +“ მონაწილეობს.
გამარჯვების შემთხვევაში, შპს „გრინსერვისი +“-მა დედაქალაქში 10 მილიონამდე ლარის კეთილმოწყობის სამუშაოები უნდა განახორციელოს.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტებში ვკითხულობთ, ერთი ტენდერი სამშენებლო უბნის მოსამზადებელ სამუშაოებს ეხება, რომლის ფარგლებშიც კომპანია „გრინსერვისი+“-თბილისში გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა-მოწყობის სამუშაოები უნდა შეასრულოს. ამისთვის მერია 6 850 000 ლარს გამოყოფს.
შესყიდვა თბილისის მერიამ 2022 წლის 13 დეკემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 30 დეკემბერს დაიწყო და 4 იანვარს შეწყდა. ტენდერში მონაწილეობის მიღების სურვილი მხოლოდ „გრინსერვის +“-მა გამოთქვა.
ხოლო მეორე ტენდერი მოიცავს ბეტონისა და ქვის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს და ლითონის დამუშავებას. ამისათვის მერია 3 145 000 ლარს გამოყოფს.
ორივე ტენდერი დეკემბერში ჩატარდა, ხოლო ხელშეკრულებები იანვარშია გაფორმებული.
შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკის შადრევანი, სადაც დენის დარტყმას 13 წლის გოგო ემსხვერპლა, ხოლო კიდევ ორი მოზარდი დაშავდა, „გრინსერვისის+ მიერ იყო რეაბილიტირებული. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 9 ადამიანი დააკავეს.