ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) წარმოადგინა კვლევა „მუნიციპალიტეტების მიერ 2022 წელს გაწეული სარეკლამო ხარჯების ანალიზი“.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნითა და შესყიდვების ელექტრონული პორტალით მიღებული ინფორმაციის თანახმად, 18-მა მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წელს ჯამურად 503,140 ლარის ღირებულების სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა.
ქალაქ თბილისის ა(ა)იპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტომ, რომელიც მერიასა და მის საქვეუწყებო დაწესებულებებს ემსახურება - 278,089 ლარის ღირებულების სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებები გააფორმა.
თბილისის მერიის კომუნიკაციების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულებები მხოლოდ ტელეკომპანია „იმედთან“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივისთან“ გააფორმა, საიდანაც თანხების 75% ტელეკომპანია იმედში კონცენტრირდა.