თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სამუშაოს ყოველგვარი ულტიმატუმის გარეშე დაუბრუნდნენ

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სამუშაოს ყოველგვარი ულტიმატუმის გარეშე დაუბრუნდნენ

access_time2021-08-07 15:01:29

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სამუშაოს ყოველგვარი პირობების და ულტიმატუმის გარეშე დაუბრუნდნენ.

როგორც ელოშვილმა ჟურნალისტებს განუცახდა, 15 დღის განმავლობაში იმ მოთხოვნების განხილვა მოხდება, რაც „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა წამოაყენეს.

ელოშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს როდის და რამდენი პროცენტით გაეზრდებათ „თბილსერვისში“ დასაქმებულებს ხელფასი.

„ის, რაც მოხდა გუშინ, იყო სამწუხარო გაუგებრობა. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. ასეთ ურთიერთობის საჭიროება მერიასა და მის თანამშრომლებს შორის არ არსებობს. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ დღევანდელი გასვლა ხაზებზე მოხდა ყოველგვარი ულტიმატუმის და მოთხოვნების გარეშე, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით.


რაც შეეხება მათ მოთხოვნებს, განვიხილეთ და მინდა გითხრათ, რომ ამ მოთხოვნების ნაწილი უკვე შესრულებულია. ეს ეხება ტექნიკის გადახალისებას და პროცესი გრძელდება. რაც შეეხება უნიფორმებს, პროცესი შეფერხებული იყო და საუკეთესო უნიფორმებს მიიღებენ უახლოეს პერიოდში. ესეც ავუხსენით. ხელფასებთან დაკავშირებით ჩვენ შეპირებულები ვიყავით, რომ იანვრიდან გაეზრდებოდათ. ამაზე ვმუშაობთ და ჩვენს სიტყვას შევასრულებთ. დანარჩენი არის დეტალები. შევთანხმდით, რომ 15 დღის განმავლობაში სამუშაო ჯგუფების რეჟიმში ისევე, როგორც აქამდე ვაკეთებდით დავსხდებით, განვიხილავთ რომელია ამ ტექნიკური საკითხებიდან მისაღები და რომელი - არა. რაც ყველაზე მთავარია, მათი ხაზებზე გასვლა მოხდა ყოველგვარი ულტიმატუმის და წინაპირობების გარეშე.

დღეს შეუძლებელია იმის თქმა, რამდენით გაიზრდება ხელფასი, რადგან ისინი არ არიან ცალკე აღებული ჯგუფი. როდესაც ვსაუბრობთ მერიაში რომელიმე ჯგუფისთვის ხელფასის მომატებაზე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მერიაში 22 ათასი თანამშრომელი მუშაობს და ყველანაირი მატება ამ საერთო ზიარჭურჭელის გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს. მათ ხელფასები დეკემბერში უკვე მოემატათ 20%-ით, თუმცა, ეს ზღვარი არ არის. დეკლარირებულად გვქონდა ნათქვამი, რომ ხელფასებს მოემატებოდა, მაგრამ რა ფორმით, როგორ და რამდენით, ამაზე შევთანხმდებით. ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობის და შეხვედრის პრობლემა და ეს ყველამ იცის. ჩვენ არ ვართ კაბინეტში გამოკეტილი ჩინოვნიკები, მუდმივად ქუჩაში ვართ, დაწყებული ბატონი კახიდან და ვიცით ამ ადამიანების პრობლემები. ამიტომ შევთანხმდით, რომ ამგვარი ფორმებით ურთიერთობა არ არის საჭირო. ერთი ოჯახი, ერთი ორგანიზმი ვართ და უდიდეს პატივს ვცემთ თითოეულ თანამშრომლებს და ვაფასებთ მათ მძიმეს სამუშაოს“, - განაცხადა ელოშვილმა.


Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up