თბილისის მერობის და ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მანჯგალაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნენ

თბილისის მერობის და ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მანჯგალაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნენ

access_time2021-08-30 14:50:00

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და დედაქალაქის საკრებულოში ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე მანჯგალაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნენ.


კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, პანდემიის გამო გაჩერებული პროექტები მომდევნო ოთხ წლის განმავლობაში განხორციელდება.


„ნოემბერში ვამთავრებთ მანჯგალაძის ქუჩის სამუშაოებს. მთლიანად განახლდება მიმდებარე სკვერიც. ზოგადად, უამრავი პროექტი განხორციელდა, თუმცა, არის ისეთი საკითხები, რომლებიც ვერ მოგვარდა. ამას აქვს თავისი ახსნა, ამ ოთხი წლიდან ორი წელი, ხედავთ რამდენად რთულ ვითარებაში ვართ. პანდემია მაქვს მხედველობაში. ყველა იმ პროექტის გაჩერდა, რომელიც ჩაშვებული გვქონდა და მოგვიწია თანხების გადამისამართება იმ პრიორიტეტების მიმართულებით, რომელიც ამ პანდემიიდან გამომდინარე გაჩნდა. თანხები, რაც ინფრასტრუქტურაში უნდა დახარჯულიყო, წავიდა პანდემიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად.


მომდევნო ოთხი წელი იქნება ძალიან აქტიური და არ იფიქროთ, რომ ის პროექტები, რაზეც ვსაუბრობდით, არ გაკეთდება. პირიქით, უფრო მეტი ენერგიით, შემართებით და ენთუზიაზმით ძალიან მაგარ სამუშაოებს ჩავატარებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.გპირდებით, რომ იმ სიყვარულს და პატივისცემას, რაც ყოველდღიურად იგრძნობა ჩემსა და ჩემი თანაგუნდელების მიმართ, დავაბრუნებთ გაკეთებული საქმეებით და განხორციელებული პროექტებით“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.



მოსახლეობასთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხელაძემ.


„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისისა და თბილისელებისთვის შესამჩნევი იყო ის ცვლილებები, რაც კახა კალაძის მერობის შემდეგ დაიწყო. თქვენ კარგად ხედავდით მის დამოკიდებულებას მწვანე სივრცეების აღდგენასთან დაკავშირებით. უამრავი დასასვენებელი სივრცე გაჩნდა ქალაქში, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, თუმცა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ არ გავურბივართ პრობლემებს, თვალს ვუსწორებთ რეალობას, გვაქვს კონკრეტული ხედვა და განვითარების გეგმა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.


მანჯგალაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის წყალმომარაგებისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელები; ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე LED სანათები; დაიგება ასფალტი და მოეწყობა ტროტუარები. პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება დაახლეობით 1,6 მილიონი ლარია. გამგეობის დაკვეთით კი, მანჯგალაძისა და ლიკანის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სკვერის პროექტის ღირებულება 140 000 ლარია.


პროექტს ასევე გაეცნენ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში, ასევე, კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up