თბილისის მერობის და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წყნეთის მოსახლეობას შეხვდნენ

თბილისის მერობის და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წყნეთის მოსახლეობას შეხვდნენ

access_time2021-09-02 13:40:00

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე წყნეთის მოსახლეობას შეხვდნენ და როგორც დედაქალაქის, ასევე, კონკრეტულად ვაკის რაიონის მასშტაბით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრნენ.



თბილისის მერმა მოსახლეობას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.



„ძალიან ვუფრთხილდები და ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას და თანადგომას. მინდა, ეს პატივისცემა და სიყვარული გაკეთებული საქმეების სახით დავუბრუნო ჩემს ქალაქს. დედაქალაქს აქვს უდიდესი რესურსი, რომ უფრო მეტი მწვანე სივრცე შევქმნათ, უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელოთ. ცხადია, ყველა პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისს, ვერ იქნება მოგვარებული და ამას არც ვამბობ, რადგან შეუძლებელია ყველაფრის გაკეთება. 30 წლის განმავლობაში უცებ, ერთი ხელის მოსმით მოგვარება გამორიცხულია. მე რასაც გავაკეთებ, ამას ვამბობ. რისი გაკეთებაც არ შემიძლია, ვერ დაგპირდებით. შესაბამისად, რასაც ვიტყვით, ის პროექტები იქნება შესრულებული. მომდევნო დღეების განმავლობაში, ვაპირებ, თბილისელებს წარვუდგინო, ჩემი პრობლემა, ხედვა, კონცეფცია, როგორ მესახება ქალაქის განვითარება და 4 წლის შემდეგ როგორ ვხედავ თბილისს“, - განაცხადა კახა კალაძემ.



ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ტყემალაძის თქმით, დედაქალაქის ოთხი წლის წინანდელი გამოწვევები თანდათან დაძლეულია და ამჟამად საჭიროა, თითოეული უბნის საჭიროებებზე მორგებული მეტი პროექტი განხორციელდეს.




„ყველანი ვთანხმდებით, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში, ბატონი კახის დამსახურებით ბევრი რამ გაკეთდა. პირველ რიგში გაკეთდა ის, რომ ვიცით, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი დედაქალაქი და გვაქვს განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. არსებობს რეალობად ქცეული ურბანული პოლიტიკა, ვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვაქვს გაუმჯობესებული ეკოლოგიური ვითარება - ათასობით სკვერი, ასევე, საქალაქო მნიშვნელობის პარკები რეაბილიტირებულია ან რეაბილიტაციის პროცესშია. ოთხი წლის წინ, ეს მიმართულებები იყო ქალაქის მთავარი გამოწვევა და ვხედავთ, რომ დღეს ის რეალობად არის ქცეული. დღევანდელი სლოგანი კი - „სიცოცხლე ყველა უბანში“ გულისხმობს თითოეული უბნის, ეზოს, კორპუსის პირობების გაუმჯობესებას და განვითარებას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.



შეხვედრა წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, რეაბილიტირებულ რეკრეაციულ სივრცეში გაიმართა. პროექტის თანახმად, 1800-მდე კვ.მ ფართობზე განთავსებულია სხვადასხვა სახის საბავშვო-გასართობი ატრაქციონები და ბატუტები, ასევე, სხვა ინვენტარი ფიზიკური აქტივობებისთვის რამდენიმე ზონაზე გადანაწილდა; დამონტაჟდა საპარკე ავეჯი; მოეწყო სავალი ბილიკები, განათების და სარწყავი ქსელები; დამატებით დაირგო მცენარეები. გარდა ამისა, ამავე სივრცეში კომბინირებული სპორტული მოედანი მოეწყო.



ღონისძიებას ესწრებოდნენ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატები საკრებულოსა და პარლამენტში.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up