თბილისში საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე შეხვედრა გაიმართა

თბილისში საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე შეხვედრა გაიმართა

access_time2023-01-26 13:30:18

2023 წლის 25 იანვარს თბილისში უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დადასტურებული იქნა ორივე მხარის, საქართველოს და ევროკავშირის ინტერესი და მტკიცე სურვილი თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს  2022 წლის 23 ივნისს  ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა.

 

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს 2008 წლის აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის შედეგები, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი (სამხრეთ ოსეთის) რეგიონებში არსებული კონფლიქტის დინამიკის ჩათვლით. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას. მათ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობაში და ყურადღება გაამახვილეს სადამკვირვებლო მისიის მიერ მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობაზე. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა   საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

 


საქართველომ და ევროკავშირმა ასევე განიხილეს საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები, მათ შორის, სამხრეთ კავკასიასა და, ფართო გაგებით, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის თემატიკა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს დაკავშირებადობის გაზრდის, როგორც საერთო პრიორიტეტის,  კრიტიკულ მნიშვნელობას, მათ შორის შავ ზღვაზე.

 

ევროკავშირის მხარემ უაღრესად დადებითად შეაფასა საქართველოს როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორის როლი ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მისიებში. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ასევე ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლისა და საქართველოს მედეგობისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის მეშვეობით.

 

დიალოგის შეხვედრას თანათავმჯდომარეობას უწევდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე/პოლიტიკური დირექტორი ენრიკე მორა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი.

 

უსაფრთხოების საკითხებში საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის შეხვედრები ყოველწლიურად ტარდება და განიხილება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში არსებული საერთო ინტერესის საკითხები.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up