თეა ახვლედიანი კახეთში ეთნიკური უმცირესობებს შეხვდა

თეა ახვლედიანი კახეთში ეთნიკური უმცირესობებს შეხვდა

access_time2021-09-18 10:16:15

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ყველა მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც უზუნთულას, ხორნაბუჯის, ჭოეთისა და ლამბალოს მოსახლოებას შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, თეა ახვლედიანმა ადგილობრივ მცხოვრებლებს აპარატის მიმდინარე საქმიანობა, სამომავლო გეგმები და ახალი ინიციატივები გააცნო და მათი საჭიროებები მოისმინა. შეხვედრებზე მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობა.

„სახელმწიფო მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აცრა დღესდღეობით ერთადერთი ქმედითი საშუალებაა პანდემიის დასამარცხებლად. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილიც ესწრებოდა.

თეა ახვლედიანმა სოფელ ჭოეთში ბოშათა თემთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ენის ცოდნის და ბოშა ბავშვების ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში ჩართულობის მნიშვნელობაზე, ასევე მათ ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ. სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სრულყოფილი ინფორმირების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და ადგილობრივებს ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით მომზადებული საინფორმაციო მასალები და სამედიცინო პირბადეები გადასცა.

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობასთან შეხვედრით სრულდება ჩემი სამუშაო ვიზიტი კახეთში, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გავმართეთ მრავალი შეხვედრა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში.


ვიზიტი ჯამში იყო ძალიან ნაყოფიერი, შედეგიანი და ძალიან დატვირთული. საზგასასმელი და მისასალმებელია, რომ თითოეულ შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობისგან გამოიხატა მზარდი და მაღალი ინტერესი სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების მიმართ, ისევე როგორც ჩვენი პოლიტიკის სტრატეგიული ამოცანების განხორციელების პროცესში ჩართულობის თვალსაზრისით. ჩვენ ასევე შევხვდით ბოშათა თემს და ვეწვიეთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯს, სადაც ჰარმონიულად ცხოვრობს მრავალი ეთნოსის - რუსული, უკრაინული, ბერძნული, აზერბაიჯანული, სომხური, ოსური ეთნოსის წარმომადგენლები და მათ ამ ეტაპზე უკვე აღარ გააჩნიათ სახელმწიფო ენის ცოდნის ბარიერი,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up