თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

access_time2021-09-30 12:40:00

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დამსწრე საზოგადოებისთვის სახელმწიფო მინისტრის აპარატის 10 წლიანი სტრატეგიული ხედვისა და ახალი ინიციატივების გაზიარება როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში, ასევე ორივე მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების გაცნობა.



შეხვედრაზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხილულ იქნა შერიგების პროცესში სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გზები და მიმართულებები, მათ შორის ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ხელშესაწყობად, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში შექმნილ „მშვიდობის ფონდში“ საერთაშორისო დონორების ჩართულობის შესაძლებლობები.



საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე საუბრისას, სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებზე, გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის პროცესზე და უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებელი გათავისუფლების აუცილებლობაზე გაამახვილა. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისა და ჩართულობის გაგრძელების მნიშვნელობას, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.



თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატებს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე, კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ასევე და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.



საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ძალზე დადებითად შეაფასეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მიღწეული შედეგები და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები. მათ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა და ჩართულობის გაგრძელებისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს.




თეა ახვლედიანმა საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის, ისევე როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.



„დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ჩვენი დღევანდელი შეხვედრით, ერთი მხრივ ჩვენ გამოვეხმაურეთ იმ მაღალ ინტერესს გამოხატულს როგორც შერიგების, ასევე სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის მომდევნო 10 წლიან ხედვასთან დაკავშირებით; ასევე ვიმსჯელეთ და განვიხილეთ უცხოელ პარტნიორებთან და ელჩებთან, ჩვენს მიერ ორივე მიმართულებით მიღწეული პროგრესი, ისევე როგორც სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გზები,“-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.



ჰუბერტ ქნირში - გერმანიის ელჩი საქართველოში:


„გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ასევე საქართველოს მთავრობის ჩართულობის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობაზე. სწორედ ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამ შეხვედრაში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად ვმონაწილეობდი, სადაც ორივე მიმართულების როგორც შერიგების, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის შესახებ, მომდევნო წლების სტრატეგია და ხედვა მოვისმინე. გერმანია განაგრძობს სახელმწიფო მინისტრის აპარტთან მუშაობასა და ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობის მხარდაჭერას. სახელმწიფო მინისტრს თავის საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებთ.“



დიეგო კოლასი - საფრანგეთის ელჩი საქართველოში:


„ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, რომელზეც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უწყების 10-წლიანი გეგმა წარმოადგინა. პრეზენტაცია ასევე მოიცავდა „მშვიდობის ფონდის“ საქმიანობის განხილვას, რომელიც საქართველოს, საფრანგეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სფეროა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ასპექტი, რომლითაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ, მხარს ვუჭერთ ქვეყნის პოლიტიკას. აქტიურად ვმუშაობთ თანამშრომლობისა და მშვიდობის შენების დღის წესრიგზე.“



კრისტიან შონენბერგერი - საქართველოში შვეიცარიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი:


„მინდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მოწვევისთვის მადლობა გადავუხადო. ეს იყო ძალიან ინფორმატიული შეხვედრა ახალი გრძელვადიანი სტრატეგიის შესახებ. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის გარემოება, რომ შეკითხვების დასმისა და პასუხების მოსმენის შესაძლებლობა მოგვეცა.“



ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up