თეა ახვლედიანმა საქართველოს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მარნეულიდან მიულოცა

თეა ახვლედიანმა საქართველოს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მარნეულიდან მიულოცა

access_time2021-03-20 17:29:23

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მარნეულიდან მიულოცა.

სახელმწიფო მინისტრი მარნეულის მეორე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სკოლის ახალგაზრდული თვითმმართველობა საზეიმო ღონისძიებას ატარებდა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მხატვრული ნამუშევრების გამოფენა ნოვრუზის თემაზე, რომლის მონაწილეებსაც სახელმწიფო მინისტრმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შესრულდა ქართული და აზერბაიჯანული ხალხური ტრადიციული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, რომლებიც მიეძღვნა ნოვრუზის დღესასწაულის საზეიმო აღნიშვნას.

თეა ახვლედიანმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სკოლის ხელმძღვანელობას მიულოცა ნოვრუზ ბაირამი, მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზებისთვის და წარმატებები უსურვა. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობას, ასევე ახალგაზრდების როლს და მათ აქტიურ ჩართულობას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესში.

„ჩემთვის სასიხარულო და ნამდვილად დიდი პატივია დღეს, პირველად, სახელმწიფო მინისტრის რანგში მივმართო ჩვენს ძვირფას, ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს და მივულოცო მათ ნოვრუზის დღესასწაული, რომელიც სიცოცხლის განახლების, გაზაფხულის შემოსვლის, ბუნების გამოღვიძების ზეიმია და წარმოადგენს მომავლისადმი ოპტიმისტური რწმენის და სოლიდარობის სიმბოლოს. საქართველოს ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა და სიძლიერის წყაროს წარმოადგენს. ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ეთნოსების კულტურა და ტრადიციები საქართველოს საერთო კულტურის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის დაცვა, წარმოჩენა, ეთნიკური უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება და მხარდაჭერა ნამდვილად წარმოადგენს სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფოს ხედვის და პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს ქვაკუთხედს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ძვირფას აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, მათ ოჯახებს და ვუსურვებ კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, სიხარულსა და ბედნიერებას" - განაცხადა თეა ახვლედიანმა.


21 მარტს ნოვრუზის დღესასწაული აღინიშნება. იგი გაზაფხულის შემოსვლის, ბუნების გაღვიძების, სიცოცხლის განახლების მომასწავებელია. 2009 წლის 28 სექტემბერს იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up