ტექნოლოგიურ პროგრესს სამართალი ვერ მისდევს იმ ტემპით, რა ტემპითაც ტექნოლოგია ვითარდება - ზვიად გაბისონია

ტექნოლოგიურ პროგრესს სამართალი ვერ მისდევს იმ ტემპით, რა ტემპითაც ტექნოლოგია ვითარდება - ზვიად გაბისონია

access_time2023-02-28 23:00:05

ლევან ბოძაშვილის საავტორო გადაცემაში „ნეირონი“ გადაცემის ავტორმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევების ცენტრის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ახალი ტექნოლოგიების პირობებში ინტერნეტ სამართლის მუშაობასა და რეგულაციებზე ისაუბრეს.

 

ლევან ბოძაშვილის თქმით,  ხელოვნური ინტელექტი დიდი ხანია არსებობს, მაგრამ მისი სამართლებრივი ასპექტები სიახლეა, როგორც სამართლის სფეროსთვის, ისე ტექნოლოგიებისთვის და მას მაღალი დონის მეცნიერული კვლევა სჭირდება. ბევრი ასპექტი ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი თვალსაზრისით ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი და „დაუწმენდავია“. მათ შორის დეფინიცია, ქვეყანას არ აქვს მიღებული ეროვნული ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია, პრობლემატურია საავტორო უფლებებისა და მონაცემების დაცვის საკითხები.

 

ზვიად გაბისონიას თქმით, მთელ მსოფლიოში ამ სფეროს იურისტების კატასტროფული დეფიციტია და ყველაზე დიდი სირთულე არის ის, რომ ხელოვნური ინტელექტის დეფინიცია არ გვაქვს.

 

„ყველაზე დიდი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ხელოვნური ინტელექტის საკანონმდებლო დეფინიცია არ გვაქვს. ამას აქვს ბევრი მიზეზი. ეს არის სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესი, რომელსაც სამწუხაროდ სამართალი ვერ მისდევს იმ ტემპით, რა ტემპითაც ტექნოლოგია ვითარდება. რაღაცის რეგულაციებს ვაწესებთ, ამ დროს ეს ტექნოლოგია უკვე წინაა წასული და დაწესებული დეფინიცია უკვე მოძველებული. ამიტომ ხელოვნური ინტელექტის მხრივ სამართლებრივი საკითხები ძალიან პრობლემურია.

 

მიუხედავად იმისა, რომ 60-ზე მეტ ქვეყანას აქვს ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია, ეს საკითხი პრობლემურია ჩვენნაირი, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, რომელიც ეკონომიკის მხრივ მდიდარი არაა. ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი და სხვა ტექნოლოგიები საკმაოდ ძვირადღირებული სფეროებია და არ არის დამოკიდებული მხოლოდ ტექნოლოგიების ცოდნაზე. ამას სჭირდება სერიოზული ინვესტირების კომპონენტი. ჩვენ რატომ ვამბობთ, რომ გვჭირდება ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია? გვჭირდება იმიტომ, რომ პრიორიტეტები განვსაზღვროთ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ აშშ-ის ან ჩინეთის მსგავსი სტრატეგია გვქონდეს, ჩვენ გვჭირდება ჩვენზე მორგებული - სინგაპური, ისრაელის მსგავსი სტრატეგია“, - განაცხადა სტუმარმა.

 

რაც შეეხება მონაცემთა დაცვას, ლევან ბიძაშვილის თქმით, ამ მიმართულებით რამდენიმე საკითხია მნიშვნელოვანი: პირველი ეს არის იმის განსაზღვრა - ვინ არის შემქმნელი, წყარო და ვის ეკუთვნის ის. თუ აქამდე ადამიანი იყო მხოლოდ ფიზიკური იდენტობის მატარებელი, ახლა ციფრული იდენტობის მატარებელიცაა; შესაძლებელია არის თუ არა - მონაცემზე საკუთრების უფლებიდან გამომდინარე - შევძლოთ მისი მონეტიზაცია (დიდი კორპორაციები ჩვენს მონაცემებზე დიდ თანხებს შოულობენ. მაგალითად სარეკლამო სინქრონიზაციაში); რამდენად იცავს სახელმწიფო ჩემს იდენტობას და ა.შ.

 

„განზოგადებული ცნების მიხედვით, პერსონალური მონაცემები ეს არის ფიზიკური პირის იდენტიფიცირებადი და არაიდენტიფიცირებადი მონაცემები. მაგრამ პრაქტიკაში რა ხდება? სოციალურ ქსელებში იმას, რასაც Google ყიდის, ჩვენ უსასყიდლოდ და ნებაყოფლობით ვაზიარებთ, მათ შორის ფოტოებს, კომენტარების და ა.შ. თუმცა, პერსონალური მონაცემები არ არის გადამწყვეტი ხელოვნური ინტელექტისთვის, ის აკვირდება ადამიანის ქცევას და ანალიზის შედეგად ცდილობს ადაპტირება მოახდინოს, შეცდომები აღმოფხვრას და უკეთესი ქცევები შემოგვთავაზოს. ეს არის ის, რაც გვაშინებს ადამიანებს, რომ ერთ დღეს შესაძლოა ხელოვნური ინტელექტი ჩვენზე კოგნიტიური იყოს და აქეთ დამკვეთად და დამსაქმებლად მოგევლინოს“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.


 

მისი თქმით, პერსონალურ მონაცემების დაცვა მუდმივად იქნება პრობლემური. იმიტომ,

რომ რაც დრო გავა, მისი დეფინიცია გაფართოვდება.

 

„რასაც დღეს ვთვლით იდენტიფიცირებად და არაიდენტიფიცირებად ინფორმაციას, რამდენიმე წელში ამის დეფინიცია გადასახედი იქნება. იმიტომ, რომ გაჩნდება ისეთი ტიპის ტექნოლოგიები, რომლებიც სხვა ტიპის პერსონალურ მონაცემებს მოგვიგროვებს    - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

 

მან ასევე ისაუბრა ცნობილ აპლიკაციებში სამართლის რეგულირების დეტალებზე და განაცხადა, რომ ბლოკჩეინსა და მეტავერსში ხელშეკრულებები და კონტაქტები საერთოდ აღარ არსებობს.

 

„ერთი ზაფხული ვსწავლობდი ცნობილი კომპანიების კონტრაქტებს (amazon, alibaba, ebay) - იურისდიქციის ნაწილში. ყველას აქვს გაკეთებული არჩევანი გამოსაყენებელ სამართალთან და იურისდიქციასთან დაკავშირებით. Amazon-თან ასეთი ჩანაწერია - თუ ჩვენს შორის დავა წარმოიშვა, შევეცდები „ფიდბექების“ და მხარდაჭერის სამსახურის მეშვეობის დავარეგულირო დავა, მაგრამ თუ დავა გაგრძელდება, განვიხილოთ კალიფორნიის შტატით, ან ლუქსემბურგში წავიდეთ და ა.შ.

 

მაგრამ რა ვქნათ შემდეგი თაობის ინტერნეტში?  ბლოქჩეინში საერთოდ არ არსებობს ეს კითხვები. ის აბსოლუტურად განსხვავებული სივრცეა, რომელსაც განსხვავებული უძრავი ქონება აქვს, ავატარები ჰყავს, მონაცემების წაშლა არ ხდება. თუ გარიგებას მეტავერსში ვდებთ, ან ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ან სმარტ კონტრაქტს ვიყენებთ, ტრადიციული გაგებით სანივთო და სახელშეკრულებო სამართალი აღარ არსებობს,“ - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

 

 

შესაძლებელია თუ არა ამ ტექნოლოგიების მართვა, შეზღუდვა და აღმოფხვრა? სტუმრის თქმით, იურისტებს ჰგონიათ, რომ გარკვეული ტიპის არჩევანი აქვთ, შესაძლებელია ტექნოლოგიების შეზღუდვა. თუმცა ეს ასე არ არის.

 

„თანამედროვე სამართალს „გაგვექცა“ ისეთი ტიპის ტექნოლოგიები, რომელმა ტექნოლოგიებმაც გვითხრა, რომ არსებული დოგმატური რეალობით მას ვეღარ დაარეგულირებ. ასეთი არის ბლოკჩეინ ტექნოლოგია და ასეთია ჩემი აზრით ხელოვნური ინტელექტი“ - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

 

 

მოაზადა მაკა ბიბილაშვილმა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up