თერმობირთვული ენერგეტიკა მილიარდობით ინვესტიციებს იზიდავს

თერმობირთვული ენერგეტიკა მილიარდობით ინვესტიციებს იზიდავს

access_time2021-12-16 19:00:14

თერმობირთვული ენერგეტიკა - კაცობრიობის დიდი ხნის ოცნებაა. ძირითადი თერმობირთვული საწვავის - დეიტერიუმის 1 გრამი ენერგეტიკულად 10 000 ლიტრ ბენზინს უდრის, თანაც ეს მაშინ, როდესაც დღესაც კი, არამასობრივი წარმოების პირობებში, 1 გრამი დეიტერიუმი მხოლოდ 16 დოლარი ღირს.

 


ეს ასევე ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაა - მისი ნარჩენი მხოლოდ რეაქტორების ვადაგასული საფარი იქნება.

 


კიდევ ერთი უზარმაზარი უპირატესობა - ასეთ ელექტროსადგურზე ვერ მოხდება ჩერნობილის მსგავსი ტექნოგენური კატასტროფა, რადგანაც პარამეტრების უმნიშვნელო ცვლილების პირობებშიც კი რეაქცია თავისით ქრება.

 


ბოლო პუნქტი - მშვენიერია უსაფრთხოების კუთხით, თუმცა, სწორედ ის უშლის თერმობირთვულ სინთეზს ენერგეტიკის სრულფასოვან დარგად ჩამოყალიბებაში. რეაქტორს მუშაობისთვის ათობით მილიონ გრადუსამდე გაცხელებული პლაზმა სჭირდება, ეს კი უზარმაზარ ენერგეტიკულ დანახარჯებს მოითხოვს და მაინც რეაქციის სტაბილური მიმდინარეობა დღემდე შეუსრულებელ ამოცანად რჩენა.

 


ამ დღეებში აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს კუთვნილ ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიაში განაცხადეს, რომ პლაზმის სტაბილური „ჩართვა“ მოახერხეს.

 



ეს ჯერ-ჯერობით არ ნიშნავს, რომ რეაქტორმა აწარმოა მეტი ენერგია, ვიდრე პლაზმის გაცხელებას დასჭირდა - ამ ექსპერიმენტის დროს მიღწეული შედეგები თერმობირთვულ ენერგეტიკაში რეკორდულია,  თუმცა, რეალურად სინთეზი ჯერაც ღრმად წამგებიან ტექნოლოგიად რჩება - ლაზერმა, რომელმაც პლაზმა გააცხელა, 1,9 მეგაჯოული ენერგია დახარჯა, ხოლო რეაქციის მეშვეობით 1,3 მეგაჯოული გამომუშავდა.

 


ამის მიუხედავად, მეცნიერულ ახალ ამბებს მალევე საქმიანიც მოჰყვა - თერმობირთვულ სინთეზზე მომუშავე სტარტაპმა Commonwealth Fusion Systems 1,8 მლრდ. დოლარის ინვესტიციები მოიზიდა - ინვესტორებს შორის არიან ჯორჯ სოროსი, ბილ გეითსი და Google.

 


როგორც ჩანს, ფინანსურ და ტექნოლოგიურ გიგანტებს იზიდავს დაპირება, რომ 2030-ან წლებში შესაძლებელი იქნება პირველი კომერციული თერმობირთვული ელექტროსადგურის აშენება.

 


Commonwealth Fusion Systems თავის დაპირებაში მარტო არაა - იგივე ვადებს დარგში მომუშავე სხვა კომპანია - Tokamak Energy ასახელებს, უფრო ოპტიმისტურია General Fusion – 2025 წელი, Helion Energy და First Light Fusion პირველი თერმობირთვული რეაქტორების შექმნას 2024 წელს აპირებენ. ყველას გაუსწრო Zap Energy-მ - ის თავის ინვესტორებს კომერციულ რეაქტორს უკვე 2023 წელს ჰპირდება.

 


თუმცა, ამ დარგში დაპირებული ვადების დარღვევა უჩვეულო ამბავი არაა - მაგალითად 2009 წელს General Fusion ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების თარიღად 2019 წელი დაასახელა, Helion Energy-მ 2018-ში, ხოლო Tokamak Energy-მ 2020-სთვის. როგორც ჩვენ ყველა ვხედავთ, არც ერთი ეს დაპირება არ შესრულდა.

 


რისი წარდგენა შეუძლიათ ბაზრისთვის ამ ურთულეს დარგში დაკავებულ კომპანიებს, ოპტიმიზმის გარდა? წინა წლებთან შედარებით მათ ბევრი ტექნოლოგიური ინოვაცია გააჩნიათ - ეს მშვენიერია, მაგრამ მხოლოდ ერთი ნაბიჯია სრულფასოვანი ელექტროსადგურის აშენების წარმოუდგენლად რთული ამოცანისკენ.

 


რეაქტორის გარდა, თერმობირთვულ ენერგეტიკას კიდევ მრავალი თანხლები ტექნოლოგიები სჭირდება - მათი ნაწილი ჯერ დამუშავების სტადიამდეც კი არ მისულა.

 


ასე რომ, მეცნიერების და ბიზნესმენების ოპტიმიზმის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს ფიზიკოსების ფოლკლორში მყარად შესულ „ბუნების კანონი“ - რომელი წელიც არ უნდა იყოს, კომერციული თერმობირთვული ენერგეტიკის ეპოქის დაწყებამდე ყოველთვის 30 წელი რჩება.

 

 

Forbes


თეგები:
ენერგეტიკა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up