Tesla-ს უფროსი კონსულტანტის, რიმა დიაბის განცხადებით, ამერიკული ავტომწარმოებელი მზადაა, საქართველოში ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების მიმართულებით ინვესტიციები ჩადოს, თუმცა ამისთვის, ქართული ტექნოლოგიური ბაზარი უნდა განვითარდეს. აღნიშული განცხადება რიმა დიაბიმ თბილისში მოწყობილი Touch22-ის კონფერენციის შემდეგ მედიასთან გააკეთა.
შეაგხსენებთ, რომ 7-8 დეკემბერს თბილისში, კავკასიის რეგიონში მასშტაბური ტექნოლოგიური სამიტი Touch22 გაიმართა. სხვადასხვა ინდუსტრიისა და კომპანიის მენეჯერებს, მარკეტერებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს, დიზაინერებს, ინოვატორებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ისეთი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვედროდნენ, როგორებიცაა Google, Revolut, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Techcrunch, Media.Monks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing Media და ა.შ.