The Fraser Institute-ის ანგარიშში საქართველო ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე 15 ქვეყანას შორის მოხვდა - ირაკლი ღარიბაშვილი

The Fraser Institute-ის ანგარიშში საქართველო ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე 15 ქვეყანას შორის მოხვდა - ირაკლი ღარიბაშვილი

access_time2023-02-13 12:00:35

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ შევძელით საქართველო მსოფლიოში ბიზნესის კეთების ერთ-ერთ  საუკეთესო ადგილად გვექცია მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთები გააჩნია მსოფლიოში. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით საქართველო მესამე ადგილზეა ყველაზე დაბალი საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის და ჯამური საგადასახადო განაკვეთი 9.9%-ა. ასევე მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, 2020 წლის კვლევით, საქართველო მე-7 ადგილზეა გლობალურად. ჩვენ ასევე ვთავაზობთ არსებითად მიმზიდველ შეთავაზებებს ინვესტორებს, რადგან ისეთი საგადასახადო მოდელი შევქმენით, რომლითაც გაუნაწილებელი მოგება არ იბეგრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე - „საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა - გზა  ეკონომიკურ კეთილდღეობამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს აქვს 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და ამ ზონებში საექსპორტო საქონელი იწარმოება, ისინი გადასახადებისგან თავისუფლდებიან.

 


„გარდა ამისა, საქართველოს აქვს 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ამ ზონებში საექსპორტო საქონელი იწარმოება და გადასახადებისგან თავისუფლდებიან. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ბიზნესის კეთების მიმართულებად და დანიშნულების ადგილად ქცევას. The Fraser Institute-ის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების 2022 წლის ანგარიშში საქართველო ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე 15 ქვეყანას შორის მოხვდა. 2021 წლის „ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (IBP) და ღია ბიუჯეტის (OBS) კვლევის მიხედვით საქართველო პირველ ადგილზეა  120 ქვეყანას შორის სახელმწიფო ბიუჯეტების გამჭვირვალობის მიმართულებით. საინვესტიციო პოლიტიკის შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარეგულირებელი ნორმებით შეზღუდვის ინდექსის საფუძველზე საქართველო მე-8 ადგილზეა 80 ქვეყანას შორის და მსოფლიოში ყველაზე ღია ეკონომიკაზე მეტყველებს. The Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების 2022 წლის ინდექსში საქართველო მე-18 ადგილზეა ევროპაში და წინ უსწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს, ხოლო გლობალურ რეიტინგში 26-ე ადგილს იკავებს 177 ქვეყანას შორის. ეს აღიარება მოწმობს იმ უზარმაზარ წინსვლას, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების ხელშეწყობის და ყველა მოქალაქის უფრო წარმატებული მომავლის შექმნისთვის მივაღწიეთ,- აღნიშნა პრემიერმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up