The Wall Street Journal: შტატებში 3D პრინტერზე დაბეჭდილი სახლების უბანი გაჩნდება

The Wall Street Journal: შტატებში 3D პრინტერზე დაბეჭდილი სახლების უბანი გაჩნდება

access_time2021-10-28 20:00:41

აშშ-ში მსხვილი დეველოპერული კომპანია ტექნოლოგიურ სტარტაპთან გაერთიანდა იმისთვის, რომ მათ ერთობლივად ააშენონ 100 უჩვეულო სახლისგან შემდგარი საცხოვრებელი რაიონი - ისინი 3D პრინტერით დაიბეჭდება.

 

ეს იქნება ამ უახლესი ტექნოლოგიის გამოყენების ყველაზე მასშტაბური მაგალითი.

 

ამ გრანდიოზული და ჭეშმარიტად რევოლუციური პროექტის რეალიზება შტატ ტექასში, ქალაქ ოსტინში დეველოპერული კომპანია Lennar Corp. და სამშენებლო ტექნოლოგიების კომპანია Icon-ის მიერ უკვე 2022 წელს დაიწყება.

 

Icon-მა, ისევე როგორც სხვა მსგავსმა კომპანიებმა, უკვე გამოიყენეს 3D პრინტერზე ამობეჭდილი დეტალები სახლების მშენებლობისთვის, მაგრამ ეს პროექტი გაცილებით მასშტაბურია - საუბარია ახალი ტექნოლოგიის მასობრივ გამოყენებაზე, რაც აქამდე ჯერ არავის გაუკეთებია.

 

თუ 3D ტექნოლოგიის გამოყენების ეს პრეცედენტი წარმატებული აღმოჩნდება, მან შესაძლოა შტატებში იაფი და ხარისხიანი საცხოვრებლის დეფიციტს წერტილი დაუსვას.


 

იპოთეკური კომპანია Freddie Mac-ის გათვლებით, დღეს შტატების უძრავი ქონების ბაზარს 3,8 მლნ სახლი აკლია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - პირველ რიგში წლების მანძილზე დაუძლეველ პრობლემად ქცეული მუშახელის დეფიციტი და პანდემიის გამო მიწოდების ჯაჭვში გაჩენილი შეფერხებები.

 

„ამ ვითარებაში აუცილებელია ალტერნატიული სამშენებლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მუშახელის დეფიციტის დაძლევაში დაგვეხმარება და 3D ტექნოლოგია, რომელიც იაფია და ბევრ სამუშაო ძალას არ საჭიროებს, შესაძლოა ამ შემთხვევაში იდეალური გამოსავალი გახდეს“, - მიიჩნევს Lennar-ის ვიცე-პრეზიდენტი ერიკ ფედერი.

 

ამ დროისთვის შტატებში სახლების დიდი უმრავლესობა ადგილზე, ტრადიციული სამშენებლო ტექნოლოგიების გამოყენებით შენდება. 3D-ზე ამობეჭდილი სახლები ნაწილ-ნაწილ აიწყობა და მას საფუძვლად ბეტონის კარკასი უდევს.

 

5 მეტრის სიმაღლის პრინტერს 1-სართულიანი სახლისთვის გარე და შიდა კედლების აშენება 1 კვირაში შეუძლია. Lennar-ში იმედოვნებენ, რომ ახლო მომავალში ამ პროცესის დაჩქარებას შეძლებენ.

 

Icon-ში კი დარწმუნებულები არიან, რომ 3D-ზე ამობეჭდილი სახლები უფრო იაფი იქნება და ნაკლებ ნარჩენებს წარმოქმნის.

 

თანაც, ამ დროს გაცილებით ნაკლების სამუშაო ძალა გამოიყენება - ჩვეულებრივ მშენებლობაზე 1 სართულიანი სახლის აშენებას 6-12 სპეციალისტი სჭირდება, მაშინ, როდესაც 3D ტექნოლოგიით - მხოლოდ 3.


თეგები:
3D სახლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up