რუსულ ნავთობზე უარის თქმის შემთხვევაში მოსკოვი ევროპას გაზის გადაკეტვით ემუქრება, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდ ნოვაკმა სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას მსოფლიოს დაშინება ბარელ ნავთობზე ფასის $300-მდე ზრდის პერსპექტივითაც სცადა, მისივე განცხადებით თუ ევროპას Nord stream 2-ის შეჩერება შეუძლია, მაშინ, თავადაც აქვთ უფლება Nord stream 1-ის მილსადენში გაზის ჩატუმბვა შეწყვიტონ. ინფორმაციას ამის შესახებ Theguardian ავრცელებს.
ნოვაკის დასახელებული ფასი გადაჭარბებულია, თუმცა Bank of America-ს ანალიტიკოსების პროგნოზით, თუ ჩანაცვლება სხვა წყაროდან ვერ მოხერხდა ღირებულებამ შეიძლება $200-ს მიაღწიოს. აქამდე დაფიქსირებული რეკორდი 2008 წლის ღირებულებაა, როდესაც კრიზისამდელ პერიოდში ფასმა $140-ს მიაღწია, დღევანდელი კურსით - $180-ს. სანქციების მოხსნის სანაცვლოდ მიწოდების ზრდასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ დროისთვის ირანთან და ვენესუელასთან მიმდინარეობს.
ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტით რუსეთი გზაში ექსპორტთან შედარებით 3-ჯერ მეტ შემოსავალს იღებს, თუმცა სპეციფიკის გათვალისწინებით პოლიტიკურ იარაღად სწორედ გაზს იყენებს. ევროპა რუსულ გაზზე 35%-ითაა დამოკიდებული.