ბრიტანეთის მომხმარებელთა მონაცემთა და ინფორმაციის დაცვის ოფისმა (ICO) ჩაატარა სიღრმისეული კვლევა და TikTok-ს 12 მილიონი გირვანქა სტერლინგი ჯარიმა დააკისრა, რაც დაახლოებით 16 მილიონი დოლარია. ICO-ს კვლევის თანახმად, 2020 წელს გაერთიანებული სამეფოს მკვიდრმა 1.4-მა მილიონმა 13 წლამდე ბავშვმა TikTok-ის გამოყენება შეძლო, რაც ეწინააღმდეგება მომსახურების პირობებს.
ამასთან, 13 წლამდე ასაკის ბავშვების პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნა მშობლის თანხმობის გარეშე და ამას არანაირად არ შეუშალა ხელი პლატფორმის შიდა პოლიტიკამ.
TikTok Information Technologies UK Limited და TikTok Inc (TikTok) გაერთიანებული სამეფოს მომხმარებელთა მონაცემთა დაცვის ორგანომ (ICO) 12 მილიონი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა, მონაცემთა დაცვის მთელი რიგი დარღვევებისთვის, მათ შორის ბავშვების პერსონალური მონაცემების არალეგალურად გამოყენებისთვის.