„თითქმის დაკეტილ კარში ან მოვასწრებთ ნაბიჯის შედგმას ან შესაძლოა ეს კარი სამუდამოდ დაიკეტოს“ - ჩხიკვაძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე

„თითქმის დაკეტილ კარში ან მოვასწრებთ ნაბიჯის შედგმას ან შესაძლოა ეს კარი სამუდამოდ დაიკეტოს“ - ჩხიკვაძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე

access_time2022-06-17 20:30:33

ევროკომისიის გადაწყვეტილება ვიცით და რა ხდება ახლა? უართან ერთად, უკვე ცნობილია საქართველოსთან დაკავშირებით, ევროკომისიის რეკომენდაცია — ევროპული პერსპექტივა და პირობები სტატუსის მინიჭებამდე.


კომისიის რეკომენდაცია წარმოადგენს პროცედურულ წინაპირობას, რომლის საფუძველზეც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მომავალ კვირას უნდა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის, მოლდოვასთვის და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად მინიჭებასთან დაკავშირებით.


„ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილების და მოთხოვნების არშესრულება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს შეუქმნის.


„ეს ნიშნავს რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე. ძალიან დიდი ნახტომი გავაკეთეთ, ეს არის ის რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს კანდიდატი ქვეყანა. მეორე მხრივ ჩნდება უკმაყოფილების განცდა, რომ შეიძლებოდა უფრო წინ წავსულიყავით და ვყოფილიყავით იმ დონეზე რომელზეც მოლდოვა და უკრაინაა.


ევროკავშირმა მოგვცა იმ რეფორმების ჩამონათვალი, რომელიც საქართველომ უნდა გაატაროს და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ შევძლებთ მათ გატარებას ევროკომისია მზად არის დაუბრუნდეს ამ საკითხს და თუ შესრულებული იქნება ყველა ეს პირობა მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი.


რამდენად რეალისტურია ამის შესრულება, კარგია თუ ამ ნაბიჯების შესახებ ხელისუფლებისგან გავიგებთ დეტალურად, თუ რას და როდის აპირებენ. საინტერესოა ხელისუფლების მეთაურის ხედვა ამასთან დაკავშირებით“,  ამბობს ვანო ჩხიკვაძე.



მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობამ უნდა აიძულოს ხელისუფლება იმ 12 ვალდებულების შესრულება რომელიც ეროკავშირისგან მივიღეთ.


„ჩვენ ვნახეთ რომ ბოლო პერიოდში დემოკრატიული რეფორმები უკან-უკან მიდიოდა, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა მოსამართლეების დანიშვნა მაინც გრძელდებოდა, დიპლომატების სატელეფონო მოსმენები ხდებოდა და ა.შ. ეს ყველაფერი აისახა იმ დასკვნაში რაც დღეს გვაქვს.


ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში ეს 12 შესასრულებელი ვალდებულება არის დამოკლეს მახვილივით ჩამოკიდებული მათზე, რადგან ვიცით რომ მოსახლეობის 80% უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში შესვლას. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ რომ ეს 12 ვალდებულება შეასრულოს.


რაც შეეხება ვალდებულებებს, ერთადერთი აქამდე არ იყო დე-ოლიგარქიზაციის მოთხოვნა და ეს არის რაც ახლა გაჩნდა, დანარჩენი რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა არ არის“,
 აღნიშნავს ჩხიკვაძე.


ვანო ჩხიკვაძეს სლოვაკეთის მაგალითი მოჰყავს და განმარტავს, რომ თავის დროზე მისმა ხელისუფლებამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას გადაუხვია, ამიტომ ახალ ხელისუფლებას 3 წელი დასჭირდა სიტუაციის გამოსასწორებლად. 


„თავის დროზე სლოვაკეთი ჩეხეთთან და პოლონეთთან ერთად ერთდროულად დაიძრა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა მისმა ხელისუფლებამ სცადა გადაეხვია ამ კურსისთვის, შემდგომ როდესაც ხელისუფლება შეიცვალა ისევ დაუბრუნდნენ ამ გზას. ლიუტუასაც ჰქონდა პრობლემები კადიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, უბრალოდ აქ მთავარია, რომ ეს უკრაინის ხარჯზე გაღებული შესაძლებლობის ფანჯარა, კიდევ გაიღება თუ არა არავინ იცის, რადგან ბევრი ქვეყანა ევროკავშირში შესასვლელი აღარ დარჩა, ამიტომ ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, ეს არის წლის ბოლომდე, როდესაც ევროკომისია დაუბრუნდება ამ რეკომენდაციებს და იტყვის შევასრულეთ თუ არა ისინი. შესაბამისად, ჩვენ ამ თითქმის დაკეტილ კარში ან მოვასწრებთ ნაბიჯის შედგმას ან შესაძლოა ეს კარები დაიკეტოს სამუდამოდ თუ არა დიდი ხნით. ან ეხლა შევძლებთ ამას ან შეიძლება საერთოდ ვეღარ შევძლოთ, რადგან ცალკე განყენებულად რომელიმე ქვეყანა გაწევრიანებულიყოს ევროკავშირში ძალიან ცოტა არსებობს.


ევროკავშირის კანდიტატის სტატუსი არაფერს ნიშნავს, ეს პასუხი ძალიან ღიმილის მომგვრელია. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა გაიაროს ევროკავშირში მოხვედრამდე, შესაბამისად მას აქვს ძალიან დიდი დატვირთვა“,  ამბობს ვანო ჩხიკვაძე.


საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას EU-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები 23-24 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up