თორნიკე რიჟვაძე - ბოლომდე ვარ დარწმუნებული პირველივე ტურში ჩვენს გამარჯვებაში

თორნიკე რიჟვაძე - ბოლომდე ვარ დარწმუნებული პირველივე ტურში ჩვენს გამარჯვებაში

access_time2021-08-18 17:50:00

ხულოში ყოველთვის იციან ღირსეულის და უღირსის გარჩევა და საკადრის გადაწყვეტილებას იღებენ. ამიტომ, ბოლომდე ვარ დარწმუნებული ჩვენს გამარჯვებაში პირველივე ტურში. ამაყი ვარ, რომ დღეს კიდევ ერთხელ მიწევს თქვენთან შეხვედრა, ორმაგად ამაყი ვარ, რომ ვახტანგ ბერიძე, ჩვენი დასაყრდენი აქ, ხულოს მუნიციპალიტეტის ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი, მეორე ვადით იქნება როგორც მოქმედი, ისე მომავალი მერი თავის გუნდთან ერთად“ - განაცხადაა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატის ვახტანგ ბერიძის წარდგენაზე.



მისი თქმით, მიუხედავად პანდემიისა, „ქართული ოცნების" გუნდმა, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით შეძლო, რომ არც ერთი მოქალაქე არ დარჩენილიყო სახელმწიფო ზრუნვის და სამედიცინო მომსახურების გარეშე, ყველას ჰქონოდა ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე, რომელიც მნიშვნელოვანია სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.




„ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ყველა ის პროექტი, შევასრულოთ ყველა ის დაპირება, რომელიც მოგეცით. ჩვენი ოპონენტები ყოველთვის სვამენ კითხვას, თუ რა გაკეთდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ეს შეკითხვა შეიძლება შეტრიალდეს, თუ რა ვერ გაკეთდა ან არ გაკეთდა. პრემიერ მინისტრთან ერთად მოვინახულეთ ხულო-ზარზმის მიმდინარე პროექტი, რომელიც გრაფიკის მიხედვით სრულდება და 2023 წლისთვის სამცხე-ჯავახეთი, ხულო, მთლიანად აჭარა კიდევ უფრო ახალ შესაძლებლობებს შეიძენს. ასევე, წელს ბიუჯეტის ფარგლებში, ყველა ის პროგრამა, რომელიც გვქონდა გათვალისწინებული, კიდევ უფრო მეტად გაფართოვდა როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვზრუნავთ ხულოელებზე როგორც აქ ხულოში, ასევე იცით, რომ „ოცნების ქალაქი" წლის ბოლომდე დასრულდება და ყველას ექნება ღირსეული საცხოვრისი. ხულოში ყოველთვის იციან ღირსეულის და უღირსის გარჩევა და ყოველთვის საკადრის გადაწყვეტილებას იღებენ. ამიტომ, ბოლომდე ვარ დარწმუნებული ჩვენს გამარჯვებაში პირველივე ტურში. ბატონი ვახტანგი, მოქმედი და მომავალი მერი თავის გუნდთან ერთად გააგრძელებს იმ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის კეთებას, რომელიც აქამდე კეთდებოდა ამ მუნიციპალიტეტში. ჩვენ, აჭარის მთავრობა და მთლიანად ხელისუფლება გვერდში დავუდგებით მას, რომ ყველა პროექტი ბოლომდე იქნას მიყვანილი და ხდებოდეს თითოეულ ადამიანზე მაქსიმალური ზრუნვა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up