თორნიკე რიჟვაძე - დარწმუნებულები ვართ, მომავალ მერთან და საკრებულოში ჩვენს უმრავლესობასთან ერთად შევძლებთ, თითოეული ხელვაჩაურელის პრობლემა გადავჭრათ ეფექტური კომუნიკაციით, ხალხის სამსახურში

თორნიკე რიჟვაძე - დარწმუნებულები ვართ, მომავალ მერთან და საკრებულოში ჩვენს უმრავლესობასთან ერთად შევძლებთ, თითოეული ხელვაჩაურელის პრობლემა გადავჭრათ ეფექტური კომუნიკაციით, ხალხის სამსახურში

access_time2021-08-17 18:20:00

დარწმუნებულები ვართ, მომავალ მერთან, ძალიან ღირსეულ ადამიანთან, გამოცდილ საჯარო მოხელესთან და საკრებულოში ჩვენს უმრავლესობასთან ერთად შევძლებთ, თითოეული ხელვაჩაურელის პრობლემა გადავჭრათ ეფექტური კომუნიკაციით, ხალხის სამსახურში. ხელვაჩაური ყოველთვის ედგა ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ჩვენს ერთიან გუნდს გვერდში და ეს არც წელს იქნება გამონაკლისი - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის ზაზა დიასამიძის წარდგენაზე. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მიუხედავად პანდემიისა, აჭარაში არც ერთი პროექტი არ გაჩერებულა და წელს არსებული უპრეცედენტო ბიუჯეტის ფარგლებში კიდევ უფრო მეტი დინამიკით გაგრძელდება, განსაკუთრებით ხელვაჩაურში დაგეგმილი პროექტები.


„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა, რადგან წარვადგენთ ძალიან ღირსეულ გუნდს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ის ადამიანები, რომლებიც შეირჩნენ, მომავალი მერი, მომავალი საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან“ დარწმუნებული ვარ, თქვენს ყველა პრობლემას ადგილზე ეფექტურად გადაწყვეტენ.


დღეს ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მსოფლიო, ებრძვის პანდემიას, მიუხედავად პანდემისაა, არც ერთი პროექტი არ გაჩერებულა. მთავრობის ეფექტური გადაწყვეტილებებით, პრემიერ მინისტრის მეთაურობით, ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ წელს ტურისტი მიეღო აჭარას, ამ მუნიციპალიტეტს და მისასალმებელია, რომ პანდემიის ეფექტურ მართვასთან ერთად გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, რომელიც ნიშნავს შემოსავლებს, შენარჩუნებულ სამუშაო ადგილებს, ახალ განვითარებას.



განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ, ერთ-ერთმა პირველმა შეძლო ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა. დღეს ყველას, აჭარაში და მთელ ქვეყანაში აქვს ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე, რომ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე, ჩვენი ახლობელი და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა. ამიტომ, ბუნებრივია, პანდემიის მართვასთან ერთად ჩვენ არც ერთ პროექტს არ გავაჩერებთ და კიდევ უფრო მეტი შემართებით და დინამიკით, განსაკუთრებით ხელვაჩაურში განვახორციელებთ იმ პროექტებს, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს უკვე წელს არსებული უპრეცედენტო ბიუჯეტის ფარგლებში.


მხოლოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10 კმ-ზე მეტი გზა დაიგება წლის განმავლობაში. აშენდება 2 ახალი სკოლა, 7 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. ჩვენთან ძალიან ახლოს, აქ ვითარდება ხელვაჩაურის ინდუსტრიული ზონა სადაც 20-ზე მეტი პროექტი ხორციელდება და ჯამში ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ადგილზე შეიქმნას 1500-ზე მეტი სამუშაო ადგილი.


ხელვაჩაური, რომელიც საზღვრისპირა დასახლებაა, ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ძლიერების სიმბოლო და ხელვაჩაურის მცხოვრებლები ყოველთვის იყვნენ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. ამიტომ, ხელვაჩაურის მაღალმთიან დასახლებებსაც კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდება. სწორედ ამიტომ, მაჭახელას ეთნოსოფელი იქნება ახალი ტურისტული მიმართულება, სადაც ძალიან ბევრ სტუმარს მიიღებენ ჩვენი ხელვაჩაურელები და შეძლებენ ადგილზე გააჩინონ ახალი სამუშაო ადგილები, მიიღონ შემოსავლები, რომელიც უზრუნველყოფს მათ კეთილდღეობას.


როგორც შარშან, ასევე წელს ჩვენ გავაგრძელეთ უფასო ხვნა-თესვის პროგრამა, რომელიც თითოეული ფერმერისთვის, თითოეული გლეხისთვის ნიშნავს მაქსიმალურ ხელშეწყობას, რომ ადგილზე შეიქმნას დოვლათი და ყველამ შეძლოს თავისი ოჯახის მოვლა-პატრონობა. ეს პროგრამები მომავალ წლებშიც გაგრძელდება.


ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად, მომავალ მერთან ერთად, ძალიან ღირსეულ ადამიანთან, გამოცდილ საჯარო მოხელესთან ერთად და საკრებულოში ჩვენს უმრავლესობასთან ერთად შევძლებთ, თითოეული ხელვაჩაურელის პრობლემა გადავჭრათ ეფექტური კომუნიკაციით, ხალხის სამსახურში. ხელვაჩაური ყოველთვის ედგა ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ჩვენს ერთიან გუნდს გვერდში და ეს არც წელს იქნება გამონაკლისი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, გავერთიანდებით ჩვენი ქვეყნისა და ხელვაჩაურის წარმატებისთვის“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up