თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის 2002 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა 1000 ბენეფიციარით იზრდება

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის 2002 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა 1000 ბენეფიციარით იზრდება

access_time2021-10-29 19:00:43

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2022 წელს მილიონი ლარით იზრდება.აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი სოციალური დაცვა წარმოადგენს.

ამასთან, როგორც აღინიშნა, 1000 ბენეფიციარით იზრდება ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა, ხოლო მილიონ ლარამდე იზრდება შშმ პირთა და ხანდაზმულთა დაფინანსება.

„რაც შეეხება საკუთრივ ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებს, იცით, რომ პანდემიის მიუხედავად, ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წარმოადგენს ტყვიის შემცველობის პრობლემა ზოგადად ბათუმში და მთლიანად აჭარაში, რომლითაც სამწუხაროდ ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ამიტომ ამ მიმართულებით მომავალ წელს იზრდება ორსულ ქალბატონებში ტყვიის შემცველობისთვის განსაზღვრული საჭირო კვლევების დაფინანსება. მილიონ ლარამდე იზრდება შშმ პირთა და ხანდაზმულთა დაფინანსება. 1000 ბენეფიციარით იზრდება ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა. ეს ეხება როგორც აუტიზმის დიაგნოზით, ასევე ადრეული განვითარების პრობლემებით მყოფ ბავშვებს ჩვენს რეგიონში. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ საზღვარგარეთ მკურნალობა და წელს პირველად დაფინანსდა და გაგრძელდება საზღვარგარეთ გულის გადანერგვის ოპერაცია, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.


Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up