თუ მაუწყებლობის კანონის ამ სახით მიღება მაინც მოხდა, ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ პროცესი არაა ევროინტეგრაციასთან თანხვედრაში - ნათია კაპანაძე

თუ მაუწყებლობის კანონის ამ სახით მიღება მაინც მოხდა, ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ პროცესი არაა ევროინტეგრაციასთან თანხვედრაში - ნათია კაპანაძე

access_time2022-12-19 22:10:45

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს ,,მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს, რომელსაც ტელემაუწყებლები და მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აკრიტიკებენ.

 


კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ კოორდინატორი, ნათია კაპანაძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს უარყოფითი შეფასება მოჰყვა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ევროპის საბჭოს მხრიდანაც.

 

 

 „მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის ევროინტეგრაციის პროცესთან. ცვლილებების საფუძვლად მითითებულია, რომ უნდა ემსახურებოდეს ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოებას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის წინააღმდეგობრივი. პირველი - ჩნდება პირდაპირი საკანონმდებლო შესაძლებლობა, რომ მარეგულირებელი კომისია ჩაერიოს მაუწყებლების შინაარსში და ეს წარმოება დაიწყება სიძულვილის ენის კონტროლით, რომლის დეფინიციაც სათანადოდ ცხადი არაა ჩვენს კანონმდებლობაში. მეორე - შემოდის პასუხის უფლება, იმგვარად რომ ნებისმიერ პოლიტიკოსს შეუძლია, საკუთარი ჩანაწერი წარადგინოს მედიასაშუალებაში და მოითხოვოს გაშვება ნებისმიერი ჟურნალისტური ჩარევების გარეშე და მესამე - მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ შევა ძალაში, იმ გამოცდილებით, როგორიც არის მარეგულირებლის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება და მედიასაშუალებების დასჯის მუდმივი ტენდენცია, ცხადია, ნათლად გვაჩვენებს მომავალს მედიასაშუალებებთან დაკავშირებით. თუ აქამდე „ქართული ოცნების“ შეფასებები უბრალოდ იყო უარყოფითი ქართული მედიის მიმართ, რიგ შემთხვევაში ეს გადაიზრდება დასჯის, ფინანსური სანქციების ამოქმედების და შინაარსობრივი კონტროლის შესაძლებლობად,“- აცხადებს ნათია კაპანაძე.

 

 


 მისი თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს შუალედური დასკვნა უკვე ხელმისაწვდომია, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი მიღება ამ სახით არ უნდა მოხდეს და უნდა გადაიდოს. ნათია კაპანაძე ხაზს უსვამს იმას, რომ კომიტეტზე ცვლილებების მესამე მოსმენით მხარდაჭერა სწორედ სრული დასკვნის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე მოხდა.

 


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს შეფასებები, შუალედური დასკვნა უკვე ხელმისაწვდომია და გულისხმობს იმას, რომ სამივე საკითხი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მედიისთვის და მისი მიღება უნდა გადაიდოს. სრული დასკვნა უნდა იყოს 20 დეკემბერს. კომიტეტმა ცვლილებას მხარი დღეს მესამე მოსმენის ფორმატში დაუჭირა. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, როგორც კანონი, მიმდინარე კვირაში, სესიაზე დამტკიცდება, ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვახსენებდით „ქართულ ოცნებას“, რომ ეს პროცესი ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას და ევროპის საბჭოს წინასწარ დასკვნებს. როდესაც დასკვნა ხვალ უნდა მივიღოთ სრულად და დასკვნის საფუძველზე ვისაუბროთ, რატომ ხდება მხარდაჭერა სწორედ დღეს?!“- აცხადებს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენელი.

 

 

როგორც ნათია კაპანაძე ამბობს, „ქართული ოცნება“ მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს ბრალს დებს, რომ ისინი თანამშრომლობაზე არ მიდიან, თუმცა რეალურად არანაირ სათანამშრომლო სივრცეს არ ქმნის და პირიქით, მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობას ზღუდავს.

 

 

„„ქართული ოცნება“ გვთავაზობს იმ სამუშაო ფორმატში შეერთებას, რომელიც არ არსებობს, ჩვენი თხოვნის მიუხედავად და აცხადებს, რომ ჩვენ არ ვართ მზად სათანამშრომლოდ. მაშინ როდესაც არსებობს მედიაორგანიზაციების ინტერესი, მათი თანხმობა, რომ ჩვენ რეგულირების პროცესი თავიდან ავირიდოთ და არსებობდეს თვითრეგულირების შენარჩუნებისთვის შეთანხმება. მეორეს მხრივ, „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ არა მარტო საჯარო განცხადებებით, არამედ პირადი წერილებით მიმართა ცვლილების ავტორებს და სთხოვა, როგორც სამუშაო შეხვედრა, ასევე მოსაზრებების გაცვლა მესამე მოსმენამდე. უკუკავშირი არ ყოფილა და დღესაც როგორც სხვა შეხვედრებზე არ მოგვეცა მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობა, უფრო სწორად ხელშეშლა მოხდა, რადგან აპირებდნენ ჩვენ დარბაზიდან გაძევებას, არ გქონდა შესაძლებლობა მიკროფონის ჩართვის,“- აღნიშნა ნათია კაპანაძემ.

 

 

ნათია კაპანაძის შეფასებით, თუ ტელემაუწყებლების, მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების და ევროპის საბჭოს უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად კანონპროექტის მიღება მაინც მოხდა, ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ პროცესი არ არის ევროინტეგრაციასთან თანხვედრაში.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up