თუ ოპოზიციური პარტიები არ შედიან პარლამენტში, ჩვენ რა გვინდა ცარიელ დარბაზში

თუ ოპოზიციური პარტიები არ შედიან პარლამენტში, ჩვენ რა გვინდა ცარიელ დარბაზში

access_time2020-11-02 15:35:58

 „თუ ოპოზიციური პარტიები არ შედიან პარლამენტში, გირჩი იქ არ შევა. რაც გირჩს უნდოდა არის ის, რომ სურდა ოპოზიციურ პატიებთან ერთად რაღაცების კეთება.  თუ ესენი არ შედიან, ჩვენ იქ რა გვინდა ცარიელ დარბაზში, იმათთან (ქართულ ოცნებასთან) ერთად ხომ არ დავიწყებთ სირბილს,“ - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ tv pirvelis გადაცემაში ისაუბრა.


ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპული საქართველო უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე, ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მიაწოდა ინფორმაცია მედიას.


მისი თქმით, არჩევნები ჩატარდა არათავისუფალ გარემოში და ამ მიზეზით, ამ პროცესის ლეგიტიმაციას არ შეუწყობენ ხელს. პარტია, ამავდროულად, უარს ამბობს მეორე ტურში მონაწილებაზეც.


როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, პარლამენტში შესვლას და ბოიკოტსაც თავისი პლიუსები და მინუსები აქვს, თუმცა თუ ოპოზიცია არ იქნება ცარიელ დარბაზში შესვლას არც „გირჩი“ აპირებს.



„ჯერ ისიც არ ვიცი ვინ შედის პარლამენტში,  ახლა დაკომპლექტდება, სრული სურათი არ მაქვს.


ახლა მნიშვნელოვანია ისევ ოპოზიციური ერთიანობის შენარჩუნება ასეთ მნიშვნელოვან კრიტიკულ საკითხებზე, როგორიცაა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი. ბოიკოტს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები, შესვლასაც აქვს პლიუსები და მინუსები. მე გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს და მჭირდება ოპოზიციასთან დისკუსია და საუბარი. თუ გადავწყვიტეთ რომ ბოიკოტს ვაცხადებთ იმიტომ, რომ წაგვართვეს არჩევანი, ეს არის ძალიან მძლავრი სიგნალი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის  და ამას ასე მარტივად ვერ გაატარებს ივანიშვილი.


ბოიკოტს თუ არ ვაცხადებთ, ამასაც აქვს პლიუსები, ტრიბუნა გაქვს და შეგიძლია აჯანჯღარო ხელისუფლება, რომელმაც კრიზისში შეიყვანა ქვეყანა,“- ამბობს ზურა ჯაფარიძე.

 

ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ შემდეგი ოპოზიციური პარტიები: „ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო,სტრატეგია აღმაშენებელი,ლეიბორისტული პარტია, „მოქალქეები, „ლელო, მანდატებზე უარს ამბობს „პატრიოტთა ალიანსიც.


მარიამ მორგოშია

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up