ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი Twitter-ში ე.წ. აგენტების კანონის მიღებას და 7-8 მარტს თბილისის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, თუ ქართული ოცნება აცნობიერებს თავის ისტორიულ პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე, მან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ორი გადაწყვეტილება: გაიწვიოს უცხოელი აგენტის კანონი და დაიწყოს ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირება.
„ქართული ოცნება და მთავრობა მიზანმიმართულად ახორციელებს ახალ პროვოკაციას და ქმნის ახალ დაბრკოლებებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას სურს გახდეს ევროკავშირის წევრი და აპროტესტებს ხელისუფლების მიზანმიმართულ პროვოკაციას.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ინსტიტუტები, მათ შორის ევროპარლამენტი, დგანან ქართველ ხალხთან და მზად არიან მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის არჩევანს.
საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ქართველი ხალხის სტრატეგიულ ინტერესებს და მიზანმიმართულად იწვევს ფართო პროტესტს.
მთავრობის პოლიტიკურმა პროვოკაციამ უცხო აგენტების კანონით აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში გამოიყვანა.
თუ ქართულ ოცნება აცნობიერებს თავის ისტორიულ პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე, მან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ორი გადაწყვეტილება: გაიწვიოს უცხოელი აგენტის კანონი და დაიწყოს ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირება“, - წერს ევროპარლამენტარი.