თუ საქართველო სხვადასხვა ხედვას გაითვალისწინებს, 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, ეს ძლიერი სიგნალი იქნებოდა ევროკავშირისთვის, აცხადებს აშშ-ის ელჩი
მისივე თქმით, რეკომენდაციებზე უნდა იყოს ფოკუსირებული საქართველოს ხელმძღვანელობა და ყველა ქართველი.
„ნორმალურია, რომ ამ რეკომენდაციების შესრულებაზე სხვადასხვა ხედვა არსებობდეს. თუ საქართველო სხვადასხვა ხედვას გაითვალისწინებს, ეს ძლიერი სიგნალი იქნებოდა ევროკავშირისთვის. ახლა ამოცანაა დოკუმენტის შემუშავება, რომელიც ასახავს განსხვავებულ ხედვებს. ევროკავშირს სურს ნახოს ერთიანობა, ბევრი ხმა გაერთიანებული ერთ ძლიერ პასუხში, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე“, - განაცხადა კელი დეგნანმა 6 სექტემბერს.
17 ივნისს, ევროკომისიამ საქართველოს 12 პირობა წაუყენა, რომელთა შესრულება აუცილებელია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, საქართველომ ეს სტატუსი ამ ეტაპზე ვერ მიიღო.
წყარო: radiotavisupleba.ge