საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის აზრით, დავით აღმაშენებლის პოლიტიკურ მიდგომებს დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში ყველაზე მეტად „ქართული ოცნება“ განასახიერებს.
ამის შესახებ პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან პარლამენტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
„სწორედ ამ ცივი, რაციონალური გონით და საჭირო მომენტში საჭირო გადაწყვეტილებებით, გადაწყვეტილებებისთვის ზუსტი მომენტის მოძებნით შევიდა დავით აღმაშენებელი ისტორიაში და დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა განასახიერებს იმ პოლიტიკურ მიდგომებს, რომელიც ჰქონდა დავით აღმაშენებელს, არის სწორედ „ქართული ოცნება“, რომელიც ცხელი, პატრიოტული გულით და ცივი, რაციონალური გონით იღებს გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილებების სიკეთეს ყველა ვხედავთ იმ სიმშვიდით, რომელიც ქვეყანაში გვაქვს უზრუნველყოფილი; იმ ეკონომიკური წინსვლით, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა გრძნობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.