თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის აღმასრულებელ საბჭოს წევრებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთსა და არაბეთის გაერთიანებული საამიეროებს უპილოტო საფრენი აპარატების „ბაირახტარის“ მწარმოებლი კომპანია "ბაიკართან" თანამშრომლობა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Turk-ი ავრცელებს.
ერდოანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მას „ბაირახტარის“ მწარმოებელი ქარხნის რუსეთში გახსნა შესთავაზა „მოდით “ბაიკართან“ ერთობლოვად ვიმუშაოთ“, - გაიმეორა მან პუტინის შეთავაზება.
"ბაირახტარის" მწარმოებელი კომპანიის მფლობელმა ჰალუკ ბაირაქტარმა CNN International-ს უპასუხა, რომ მხარს უჭერენ „უკრაინის ბრძოლას დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის“, ამასთან განაცხადა, რომ არასოდეს მიუწოდებიათ რუსეთისთვის მათი წარმოების დრონები და „მსგავს რამეს არასოდეს გააკეთებდნენ“.
დღეს 26 ივლისს გახდა ასევე ცნობილი, რომ თურქეთის პრეზიდენტი ერდოანი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს 5 აგვისტოს სოჭში შეხვდება.
სააგენტო "ანადოლუს" თანახმად შეხვედრის თემა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი და რეგიონში მიმდინარე პროცესები იქნება.
მოელიან, რომ პრეზიდენტები „ხორბლის დერეფნის“ ეფექტურობის თემასაც შეაფასებენ. უკრაინამ და რუსეთმა, გაეროს და თურქეთის შუამავლობით 13 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლებაზე.
პუტინსა და ერდოანს შორის უკანასკნელი შეხვედრა 19 ივლისს თეირანში შედგა.
https://www.radiotavisupleba.ge/