სომხეთ–თურქეთს შორის საზღვრის გახსნა რეალურ კონტურებს იძენს

სომხეთ–თურქეთს შორის საზღვრის გახსნა რეალურ კონტურებს იძენს

access_time2022-03-17 10:00:09

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თურქულ სააგენტო ანადოლუსთან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის საზღვრების გახსნასა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ურთიერთობების აღდგენაზე თანხმობას ანკარაც აცხადებს. პროცესი განსაკუთრებით ყარაბაღის ბოლო ომის შემდეგ გააქტიურდა. კომერსანტი დეტალების გასარკვევად რონდელის ფონდის მკვლევარს ზურა ბატიაშვილს დაუკავშირდა.

 

ზურა ბატიაშვილის განცხადებით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სურვილი განხორციელებადია. მისი განმარტებით, ადრე პრობლემას ყარაბაღი ქმნიდა და თურქეთი იმჟამინდელ სტატუს-კვოს ეწინააღმდეგებოდა, დღეს ეს დაბრკოლება უკვე თითქმის მოხსნილია. ურთიერთობების ნორმალიზება დაწყებულია, რაც საბოლოო ჯამში საქართველოსთვისაც მომგებიანი იქნება.

 

რაც შეეხება ვადებს, ბატიაშვილის განმარტებით ნოტების გაცვლას, ელჩის დანიშვნას, ელჩის დანიშვნის შემდეგ მიმღები მხარის თანხმობასა და სხვა მსგავს პროცედურებს გარკვეული დრო დასჭირდება.

 

კითხვაზე ხომ არ ეწინააღმდეგება რუსეთი პროცესს, რონდელის ფონდის მკვლევარმა აღნიშნა, რომ არა და რომ მოლაპარაკებები მოსკოვშიც იმართებოდა.


 

თურქეთსა და სომხეთს შორის განსაკუთრებით მწვავე კონფლიქტი საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის. ერევანი 1915 წლის მასობრივ მკვლელობებს გენოციდად აფასებს, რასაც ანკარა კატეგორიულად უარყოფს. გასაბჭოების შემდეგ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად სომხეთი დაზარალდა, რომლის ტერიტორიაც 70 ათასი კვადრატული კილომეტრიდან 30 ათას კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა, არარატის მთა სომხეთს მხოლოდ საბჭოთა გერბზეღა დარჩა.

 

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კონფლიქტის თემად ყარაბაღი იქცა. აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის უმოკლესი მანძილი სომხეთზე გადის, თუმცა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა, შაჰ-დენიზის გაზსადენმა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ საქართველოზე გაიარა, რამაც ერთი შეხედვით ქვეყანა მომგებიან პოზიციაში ჩააყენა, თუმცა ალტერნატიული დანახარჯი ბევრად უფრო მაღალი აღმოჩნდა და ბალტიის ქვეყნების ეკონომიკურმა განვითარების დონემ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისას მნიშვნელოვნად გაუსწრო.

 

2020 წელს, ყარაბაღის ბოლო ომის დროს, აზერბაიჯანმა შვიდივე ოკუპირებულ რაიონსა და უშუალოდ ყარაბაღის ნაწილზე, მათ შორის ქალაქ შუშაზე კონტროლი აღიდგინა. ბაქომ ერევნისგან ნახიჩევანის ექსკლავთან პირდაპირი გზით დაკავშირების უფლებაც მიიღო, სანაცვლოდ სომხეთი რუსეთს აზერბაიჯანის გავლით დაუკავშირდა.

 

ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2018 წლიდან, სომხეთი ცდილობს, რომ რუსეთის უპირობო მორჩილი აღარ იყოს, თუმცა არც ღიად მიდის მის წინააღმდეგ. ერევანი გიუმრიდან რუსული ბაზის გაყვანას არ ითხოვს და არც NATO-ში ინტეგრაციაზე აკეთებს განაცხადს, მაგრამ აფხაზეთში დევნილების დაბრუნების გაეროს რეზოლუციასაც აღარ ეწინააღმდეგება და არც რუსეთის უკრაინაში შეჭრისთვის დაუჭერია მხარი.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up