თურქეთი შავ ზღვაში შემოსულ გემებს რუსული არმიის მიერ განთავსებული ნაღმების თაობაზე აფრთხილებს. საზღვაო ნაღმები ოდესიდან ბოსფორამდეა განთავსებული. ინფორმაციას ამის შესახებ RBC.UA ავრცელებს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.
ნარმების არსებობას რუსეთიც ადასტურებს, თუმცა მის განთავსებაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს. მოსკოვის მტკიცებით ასობით ნაღმი შავი ზღვის სამხრეთ რეგიონში შტორმის გამო მოხვდა.
საავიაციო, სარაკეტო და სახმელეთო იერიშების პარალელურად უკრაინას რუსეთი გემებიდანაც ბომბავს, თუმცა ომის დაწყებიდან თითქმის 1 თვის შემდეგ ვერც ალყაში მოქცეული მარიუპოლი დაიკავა და ვერც ოდესა.