თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის გასამართი თარიღი 2023 წლის 18 ივნისია, 14 მაისს გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურული გამოცემა trt.net.tr ავრცელებს.
პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული განცხადება, პარლამენტში მმართველი, სამართლისა და განვითარების პარტიის (AKP) წევრებთან სიტყვით გამოსვლის განაცხადა.
„კმარა, სიტყვა და გადაწყვეტილება ეკუთვნის ერს. სწორედ ამ მოწოდებით ვითხოვთ ერის მხარდაჭერას 2023 წლის არჩევნებში“, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.