Twitter-ი მომხმარებლების მიკრობლოგებში ყალბი ფოტოებისა და ვიდეოების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. 5 მარტიდან მედიაფაილები, რომლებიც დარედაქტირებულია და შეუძლია საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, წარწერით Manipulated media იქნება აღნიშნული.
სოციალური ქსელის ადმინისტრაცია თავის ბლოგში ახალ წესებს განმარტავს: მედიაფაილი წაიშლება, თუ Twitter-ი ჩათვლის, რომ მის გავრცელებაში სიცრუის ნიშნებია ან მასში ადამიანების მიმართ მუქარის მოწოდება იქნება.
Imedinews