უცხოური დაფინანსებისგან რისკები ნამდვილად არის, ოღონდ მაშინ, თუ ეს

უცხოური დაფინანსებისგან რისკები ნამდვილად არის, ოღონდ მაშინ, თუ ეს "უცხოური" რუსეთს ნიშნავს - მაია ბუწაშვილი

access_time2023-03-08 19:30:58

თუ გაიძახი, რომ ევროპაში გინდა, მთელი დასავლეთი, რომ გიმტკიცებს ეს კანონი არ უნდა მიიღო, შენ კი „გულუბრყვილოდ“ მაინც ამტკიცებ კანონი ევროპულია, რატომღაც ეს ევროპელები და ამერიკელები გამოშტერდნენ და ვერ ხვდებიან, - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს. მისი განმარტებით, ხშირად ისმის კითხვები, რატომ არის ეს კანონი რუსული? რატომ არის ცუდი გამჭვირვალობა? რატომ შეუშლის ეს კანონი ორგანიზაციებს მშვიდად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა?


„და ამ ადამიანებს შორის დიდი ნაწილი მოაყოლებს ხოლმე, რომ მათ სურთ ჩვენი ქვეყანა ევროპის ნაწილი იყოს.


ამ კითხვების დამსმელებს შორის ნაწილი უბრალოდ ბრმად იმეორებს მთავრობის მესიჯებს და რადგან ისინი ასე ამბობენ, თვითონაც სრულ და უპირობო მხარდაჭერას უცხადებენ. ამათი უფრო მესმის. არ მომწონს მათი პოზიცია, მაგრამ ახსნა აქვს.


უფრო გაუგებარია იმ ნაწილის პოზიცია, რომლებსაც პირობითად „გულუბრყვილოები“ დავარქვი. ისინი ამტკიცებენ, რომ ვინც აპროტესტებს, უმრავლესობას კანონი არ აქვს წაკითხული, თორემ ამ ანგელოზ კანონში ვერაფერს ნახავდნენ რუსულს და ანტიევროპულს.


ჯერ ერთი, სულ რომ არაფერი წაიკითხო, თუ გაიძახი, რომ ევროპაში გინდა, მთელი დასავლეთი რომ დაირაზმა და ერთხმად გიმტკიცებს, რომ ეს კანონი არ უნდა მიიღო, შენ კი „გულუბრყვილოდ“ მაინც ამტკიცებ, რომ კანონი ევროპულია, რატომღაც ეს ევროპელები და ამერიკელები გამოშტერდნენ და ვერ ხვდებიან. აი სად არის აქ ლოგიკა? მაინცდამაინც იმ კანონის სტრიქონებში და სიტყვებშიც ხომ არ არის საქმე და საერთო კონტექსტშია? მე მგონი თუ გინდა, რომ რისკებს მიხვდე, აუცილებლად მიხვდები და თუ უბრალოდ „გულუბრყვილო“ სახე გაქვს მიღებული, რომ თავი იმართლო (თუნდაც საკუთარ თავთან), მაშინ ახსნაც არ უშველის ამ ამბავს.



კარგი, დავუშვათ ეს კანონი დემოკრატიის ზეიმია და ევროპელებს საყოველთაო დემენცია დაემართათ და ეჩვენებათ რომ ცუდია და რუსულია, „გულუბრყვილოებმა“ იქნებ მოუსმინოთ პუტინის განმარტებებს, როცა ამ კანონს იღებდა და ისიც ასე საყვარლად და „დემოკრატიულად“ წარმოგვიდგენდა იმ კანონს, რომელმაც ცოტა ხანში რუსეთში ფაქტობრივად გააქრო საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. „გულუბრყვილოებს“ გეკითხებით: თქვენ, ვინც გაოცებულები ხართ, რას ვხედავთ ამ კანონში საშიშს, გვაძლევთ გარანტიას, რომ რუსეთის ბედს არ გაიზიარებს საქართველო? რა თქმა უნდა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს ახლა და მაშინ რატომ ვრისკავთ? რის ფასად? რა სარგებლობა მოაქვს ამ კანონს ასეთი?


თუ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაზე გიდუღთ გული, მაშინ შემდეგი კითხვა მაქვს:


ქვეყნისთვის საშიშად დასავლეთის ქვეყნების დაფინანსება გეჩვენებათ და ამაში ხედავთ რისკებს? იმ ქვეყნებიდან მოსული ფულის კონტროლი გინდათ, რომლებსაც ვეხვეწებით, თქვენს ოჯახში მიგვიღეთო და რომელთა ფულით უამრავი სიკეთე კეთდება ქვეყანაში?


უცხოური დაფინანსებისგან რისკები ნამდვილად არის, ოღონდ მაშინ, თუ ეს "უცხოური" რუსეთს ნიშნავს.


მაშინ რატომ გვერიდება, არ შეიძლება ეს კანონი პირდაპირ მივიღოთ ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნებისთვის მხოლოდ? გაკეთდეს ღია ჩამონათვალი, რომელი ქვეყნების დაფინანსების გვეშინია. იმიტომ რომ ეს მართლა მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. თუ არ გვინდა რუსეთი გავაბრაზოთ მხოლოდ მათ წინააღმდეგ თუ მივიღებთ კანონს?


ამ კანონზე მხოლოდ დასავლეთის უკმაყოფილება რომ გაისმის და რუსეთის მხრიდან, რომელიც ლუგარის ცენტრზეც კი კომენტარებს აკეთებს და ათას სიბინძურეს აბრალებს, ამ კანონზე არავითარი ნეგატიური კომენტარები რომ არ მოდის, ესეც არაფერს გეუბნებათ? იმიტომ, რომ მკაფიო და ნათელია სიტუაცია: ამ კანონის მიზანი ზუსტად ის არის, რაც რუსეთში მოხდა და არა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.


„გულუბრყვილოებმა“იქნებ გვიპასუხოთ, ამჟამად, რუსეთის გარდა, რა გადაუდებელი საერთაშორისო საფრთხეები გვემუქრება ევროპული და ამერიკული საერთაშორისო დამფინანსებლებისგან, რომ ზუსტად ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში ამხელა ამბის ატეხად ღირდა? უბრალო სიჯიუტე და ახირებაა თუ უფრო შორს წასული მავნებლობა?“, წერს სოციალურ ქსელში მაია ბუწაშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up