„უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტი რუსული კანონია - კელი დეგნანი

„უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტი რუსული კანონია - კელი დეგნანი

access_time2023-02-24 14:40:52

ეს კანონი გააჩერებს ქართველებს, რომლებიც ეხმარებიან ქართველებს თავიანთი საზოგადოება გააუმჯობესონ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა. ელჩის განმარტებით, ეს კანონპროექტი რუსული კანონია და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებაზე დაღის დასმას.


„რაც შეეხება კანონს, ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს კანონი ნამდვილად არ არის გამჭვირვალობის შესახებ, ვინაიდან საქართველოში მოქმედ დონორებს აქვთ ანგარიშგების ძალიან დეტალური სისტემა. USAID-ის მაგალითზე, ყოველი სამი თვის განმავლობაში დეტალური ანგარიში წარედგინება პარლამენტს, შემდგომ პარტნიორებიც დეტალურ ანგარიშს, ფინანსურს თუ სხვაგვარს, წარუდგენენ საგადასახადო სამსახურს და, შესაბამისად, გამჭვირვალობის კუთხით ნამდვილად არ არის პრობლემა. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია სხვადასხვა წყაროების მეშვეობით, სხვადასხვა ვებსაიტებზე, თუ ვინმეს აინტერესებს.


ეს კანონი ასევე არ არის აშშ-ის კანონის შესახებ. აშშ-ის კანონი გამიზნულია ლობისტებზე და იურიდიულ ფირმებზე, რომლებიც დაქირავებულია უცხოური მთავრობების მიერ, რათა ამ უცხოური მთავრობების ინტერესები წარადგინონ. ეს არაა ის, რის შესახებაც არის ეს კანონპროექტი.



ეს კანონპროექტი რუსული კანონია. ეს კანონპროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებაზე დაღის დასმას, მიზნად ისახავს განსხვავებული შეხედულებების გაჩუმებას.


ეს კანონი გააჩერებს ქართველებს, რომლებიც ეხმარებიან ქართველებს თავიანთი საზოგადოება გააუმჯობესონ. ეს კანონი, მაგალითისთვის, გააჩერებს იურიდიულ დახმარებას გაჭირვებული ქართველებისთვის. ეს კანონი გააჩერებს დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების მუშაობას, რომლების ლოკალურ მთავრობებთან თანამშრომლობაში შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს ეხმარებიან, რომლებსაც სახელმწიფო ვერ ეხმარება. ეს კანონი გააჩერებს სამედიცინო კვლევებს, რომლის თანადაფინანსება დონორებისა და ქართული უნივერსიტეტების მიერ ხდება. ეს კანონი ტურისტულ სააგენტოებს, ბიზნეს ასოციაციებს, ფერმერების ასოციაციებს, კლიმატის ცვლილებაზე და გარემოზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩერებს.


და ჩემი კითხვაა - სჭირდება კი საქართველოს ეს კანონი, როდესაც ისედაც არის საკმარისი გამჭვირვალობა და უკვე არის ღრმა თანამშრომლობა და კომუნიკაცია დონორებსა და მათ შორის, ვინც მუშაობენ ქართული საზოგადოების გაუმჯობესებაზე”, - განაცხადა დეგნანმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up