უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინა ყირიმის აქტიური დეოკუპაციისთვის ემზადება.
პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის სარდლობა ყირიმის მაცხოვრებლებისთვის ევაკუაციის მარშრუტებს ავითარებს იმ შემთხვევისთვის, თუ მათ ნახევარკუნძულის დატოვება აქტიური დეოკუპაციის დროს სურთ.
"აშკარაა, რომ უკრაინისთვის მოქალაქეების სიცოცხლე უპირობო პრიორიტეტია", - წერს პოდოლიკი და ყირიმელებს სთხოვს, თავი აარიდონ სამხედრო ობიექტებს და შეამოწმონ თავშესაფრები.
BBC წერს, რომ კონკრეტულად რას გულისხმობდა პოდოლიაკი აქტიურ დეოკუპაციაში, დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, საუბარია უკრაინის ჯარების მომავალ კონტრშეტევაზე ქვეყნის სამხრეთში, ავტონომიური რესპუბლიკის დაბრუნების მიზნით.