უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ნათესავებს სანქციები დაუწესა

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ნათესავებს სანქციები დაუწესა

access_time2022-10-20 16:14:01

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ნათესავებს სანქციები დაუწესა. უკრაინის პრეზიდენტმა სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას ალექსანდრე ივანიშვილს  და მის მეუღლეს ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს.   სანქცირებულთა სიაშია წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილიც. სანქცირებულთა სიაშია ასევე  ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.


Ukrinform-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება „პერსონალური სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემაკავებელი ზომების (სანქციების) გამოყენებისა და ცვლილების შესახებ“. შესაბამისი განკარგულებები სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია.


ამრიგად, №727/2022 დადგენილებით ამოქმედდება ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებები „პერსონალური განსაკუთრებული ეკონომიკური და სხვა შემაკავებელი ზომების (სანქციების) გამოყენებისა და ცვლილების შესახებ“, რომლის თანახმად, ფიზიკური პირების მიმართ გამოიყენება პერსონალური სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემაკავებელი ზომები (სანქციები) სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დანართის შესაბამისად.


ამდენად, სანქციები 256 ადამიანზეა დაწესებული. მათ შორის, კერძოდ, რომან აბრამოვიჩი, ლეონიდ ლებედევი და სხვები.


ამავდროულად, №726/2022 დადგენილებით ამოქმედდება ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება „პერსონალური განსაკუთრებული ეკონომიკური და სხვა შემაკავებელი ზომების (სანქციების) გამოყენებისა და ცვლილების შესახებ“, რომელიც სანქციებს მიმართავს ფიზიკური პირების და იურიდიული პირების მიმართ.



გამოქვეყნებული დანართის მიხედვით, სანქციები დაწესებულია 2251 პირზე. მათ შორის არიან ტელეკომპანია პირველი არხის გენერალური დირექტორი კონსტანტინე ერნსტი, თინა კანდელაკი, იგორ პუტინი, ალინა კაბაევა და სხვები.


გარდა ამისა, ამავე განკარგულებით სანქციები უწესდებქა 1374 იურიდიულ პირს, მათ შორისაა სააქციო საზოგადოება „ალფა-ბანკი“, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სბერბანკ ფაქტორინგი“ და ა.შ.

განკარგულებები ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.


აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის უკან უკრაინულ პორტალი „ომი და სანქციები“ იმ 12 ქართველის მონაცემებს აქვეყნებდა, რომლებიც ვებ-საიტის შემქმნელების აზრით, საქმიანობის, კავშირების ან უკრაინაში ომთან დამოკიდებულების გამო, შესაძლოა სანქცირებულთა სიის კანდიდატობას იმსახურებდნენ.


4 აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-საიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, პორტალი „ომი და სანქციები“ უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა შექმნილი. ის შეიცავს ინფორმაციას ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სანქცირებული პირების შესახებ.


ასევე,პორტალის წესების მიხედვით, ელექტრონულ მისამართზე მონაცემების გაგზავნა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირსაც. „საიტის მეშვეობით ნებისმიერს შეუძლია მოითხოვოს სანქციების დაწესება მათთვის, ვინც ამას იმსახურებს“. პორტალის შემქმნელები ეყრდნობოდნენ უკრაინის ანტიკორუფციულ კანონმდებლობას.


საიტზე განთავსებულია, იმ რამდენიმე ათეული ფიზიკური პირის მონაცემი, რომლებიც უკვე მოხვდნენ სხვადასხვა ქევყნის მიერ დაწესებულ სანქცირებულთა სიაში და ასევე ატვირთულია იმ პირთა სია, ვისზეც ჯერ სანქციები არ გავრცელებულა. 


სწორედ ამგვარ სიაში იყო საქართველოს 12 მოქალაქეც, მათ შორის ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი მათე მამაცაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, სულხან პაპაშვილი და ირაკლი რუხაძე, ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი ცოლი ქეთევან ხარაიძე და თავად ბიძინა ივანიშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up