უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თითქმის 70% შეასრულა - უკრაინის ვიცე-პრემიერი

უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თითქმის 70% შეასრულა - უკრაინის ვიცე-პრემიერი

access_time2022-08-21 18:00:57

უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თითქმის 70% შეასრულა და იცის ევროკავშირში გაწევრიანების ყველა სამართლებრივი პროცედურის საჭიროების შესახებ. ამავდროულად, უკრაინის ხელისუფლებას სურს პოლიტიკური სიცხადე მიიღოს ევროკავშირის ლიდერებისგან, წლის ბოლომდე, ამ გზაზე შემდეგი ნაბიჯების შესახებ. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლჰა სტეფანიშინამ საკომუნიკაციო კამპანიის გახსნისას განაცხადა, რომლის სახელწოდებაა „ერთად ჩვენ ვართ ევროპა“.


„უნდა გავიგოთ, რამდენად გრძელი და რთული იქნება ჩვენი გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და არა მხოლოდ მოლაპარაკების თვალსაზრისით. ჩვენ ნამდვილად დაგვჭირდება ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი კომპონენტების დასრულება. ამის ენერგია და სურვილი გვაქვს. ერთადერთი, რაც გვაკლია, არის პოლიტიკური სიცხადე მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით“, - განაცხადა სტეფანიშინამ.


ამ კონტექსტში მან გაიხსენა ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვები, რომ ევროინტეგრაციის პროცესი რჩება მთავარი მოტივატორი საზოგადოებისთვის, რომელიც აერთიანებს უკრაინელების 90%-ზე მეტს. ასევე, ის, რომ ეს აძლევს ენერგიას ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ახლა უკრაინის ევროპული მომავლისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არიან.



„ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყოს ბიუროკრატიული. რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც სახელმწიფო, მაქსიმალურად ვავლენთ ჩვენს შესაძლებლობებს, გავიაროთ ყველა აუცილებელი სამართლებრივი პროცედურა, რომელიც დაკავშირებულია წევრობასთან, მაგრამ არ გვინდა პოლიტიკოსებმა, ევროკავშირის ლიდერებმა ეს პროცესი ბიუროკრატიაში გადაიყვანონ. თუ გავითვალისწინებთ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას უკრაინა და იმ ფაქტს, რომ აშკარაა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ერთგულება დემოკრატიის პრინციპებისადმი, ასევე იმას, რომ ჩვენ, თითქმის, 70%-ით შევასრულეთ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, ეს საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვჭირდება ნულიდან შეფასება, არამედ თქვენ უნდა მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები. გვინდა, რომ ასეთი პოლიტიკური სიცხადე წლის ბოლომდე მივიღოთ“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.


მისი თქმით, უკრაინის მხრიდან ასეთი პოლიტიკური სიცხადის სურვილი არის „არა პოლიტიკური ზეწოლა, არამედ ხალხისთვის შემდგომი პოლიტიკური საქმიანობის მნიშვნელობის მინიჭება“.


წყარო: interpressnews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up