უკრაინას აქვს ამბიციური გეგმა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ჩამოყალიბებული შვიდივე მოთხოვნა წლის ბოლომდე შეასრულოს და დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინამ დაიცვა საკუთარი ცივილიზაციური არჩევანი და გააგრძელებს დასავლეთისკენ სვლას.
„ვაპირებთ, სწრაფი ტემპით ვიაროთ წინ. ჩვენ შევისწავლეთ, რამდენი დრო მოანდომეს სხვა ქვეყნებმა ამ გზის გავლას - ეს იყო 5, 7, 8 წელი. ჩვენ გვაქვს ამბიცია, მაქსიმუმ ორ წელიწადში გავიაროთ ეს გზა და შევასრულოთ ჩვენი ამოცანა - გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, - განაცხადა შმიგალმა.
წყარო: imedinews.ge