რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინას მოუწევს, გაიგოს რუსეთის პირობები და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.
„კიევს მოუწევს გაიგოს რუსეთის ფედერაციის პირობები, დაეთანხმოს მათ და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, დააფიქსიროს დოკუმენტი“, - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვი ამბობს, რომ „ადრე თუ გვიან დასავლეთში საღი აზრი გაიმარჯვებს და უკრაინაზე მოლაპარაკებები განახლდება“. მისივე განმარტებით, დასავლეთი დღეს ფსონს დებს უკრაინაში საომარი მოქმედებების გაგრძელებაზე და, სავარაუდოდ, „დასავლეთის ქვეყნები ვაშინგტონის ხელმძღვანელობით არ აძლევენ უკრაინელებს უფლებას იფიქრონ, ისაუბრონ მშვიდობაზე ან განიხილონ მშვიდობა".