უკრაინაში პუტინის მიერ გაჩაღებული ომის 150-ე დღეა, - აღნიშნულის შესახებ პოსტი საქართველოში აშშ-ს საელჩოს სოციალურ ქსელში განთავსდა. საელჩოს ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში სახეზეა სიმამაცის, სოლიდარობისა და ერთიანობის უამრავი მაგალითი.
„ეს ერთიანობაა, რაც აკავებს რუსეთს და ეს ერთიანობაა, რასაც ებრძვის რუსეთი, ვინაიდან მათ ესმით, რომ ძალა ერთობაშია.
ჩვენი პოზიცია ნათელია:
„…სისასტიკე, რომელსაც რუსეთი უკრაინაში სჩადის უაღრესად დამამწუხრებელი და მძიმე დანაშაულია. - სახელმწიფო მდივნის მოადგილე დონფრიდი
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ეს ომი შევაჩეროთ და ხელი შევუშალოთ მის გაფართოებას. - ელჩი დეგნანი
„დღეს შეერთებული შტატები მუშაობს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა, რაც შეიძლება მალე, დაასრულოს პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში და უზრუნველყოს მშვიდობიანი მომავალი მთელი რეგიონისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა დასრულდეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. - სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი პრაისი“, - აღნიშნულია სოციალურ ქსელში საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.