აუცილებელი ნაწილების მიწოდების შეჩერების გამო, რუსეთში სატანკო ქარხნებმა, მათ შორის 1936 წელს დაარსებულმა УралВагонЗавод-მა მუშაობა შეწყვიტა. რუსეთს ახალი ტანკებისა თუ სხვა ჯავშანტექნიკის წარმოება და დაზიანებულის შეკეთება აღარ შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.
უკრაინული მხარის ინფორმაციით რუსეთმა 26 დღეში 500-მდე ტანკი და 1500-ზე მეტი სხვა ჯავშანტრანსპორტი დაკარგა, პლუს 100-მდე თვითმფრინავი და 120-ზე მეტი შვეულმფრენი. ცოცხალი ძალის დანაკარგი კი 15 000-ს აჭარბებს. რუსეთმა 21 მარტს 9861 დაღუპული აღიარა, თუმცა ინფორმაცია რუსულ მედიაში მალევე გაქრა.
კიევმა საკუთარი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ბოლოს 12 მარტს განაახლა და 1300 დაღუპული დაასახელა. მსხვერპლი უფრო მაღალი მშვიდობიან მოსახლეობაშია. 16 მარტის მდგომარეობით მხოლოდ მარიუპოლსა და ხარკივში (ხარკოვში) გარდაცვლილთა რაოდენობამ 3000-ს გადააჭარბა.