ევროკავშირის საბჭომ 2023-2024 წლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ევროკავშირის პრიორიტეტები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია.
„ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა ევროპაში სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, რომლის გაძლიერებას ევროპის საბჭო აგრძელებს. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. ამ ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ეს ახალ იმპულს სძენს პროგრესის გაგრძელებას ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხრივ ამ ქვეყნებსა და უფრო ფართო რეგიონში“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.