უკრაინის ომბუდსმენი - მიხეილი ამბობს, რომ ოთხი კრიზისი ჰქონდა - ციხესთან მორიგეობს რეანიმაციის ბრიგადა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მნიშვნელოვანი ორგანოს ფუნქციის აღდგენა გახდება საჭირო, ისინი ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ

უკრაინის ომბუდსმენი - მიხეილი ამბობს, რომ ოთხი კრიზისი ჰქონდა - ციხესთან მორიგეობს რეანიმაციის ბრიგადა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მნიშვნელოვანი ორგანოს ფუნქციის აღდგენა გახდება საჭირო, ისინი ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ

access_time2021-10-27 15:10:47

მიხეილმა ყველას მოკითხვა გადმოგცათ. მან თქვა, რომ ყოველ დღე სუსტდება, ჰქონდა ოთხი კრიზისი. ორი - ჰიპერტონიული და ორი სისხლთან დაკავშირებული, - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომელმაც დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და საზოგადოებას ექსპრეზიდენტის სიტყვები გადასცა.

„კოლონიის კართან მორიგეობს რეანიმაციის ბრიგადა იმისთვის, რომ სისხლის გადასხმა მოახდინონ, როდესაც აუცილებელი გახდება, ან გააკეთონ გულის მასაჟი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მნიშვნელოვანი ორგანოს ფუნქციის აღდგენა გახდება საჭირო, ისინი ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ,“- განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე, რადგან თვლის, რომ ეს მისი სიცოცხლისთვის უსაფრთხო არ არის.

„ის აცხადებს, რომ არ გადავა ციხის საავადმყოფოში, რომელიც მე-18 დაწესებულებაში მდებარეობს, რადგან მიაჩნია, რომ მისი სიცოცხლისთვის უსაფრთხო არ არის. გარდა ამისა, როდესაც ჩემმა კოლეგამ, საქართველოს სახალხო დამცველმა შეამოწმა ეს საავადმყოფო, დაადასტურა, რომ იქ არ არის ის ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა მისთვის კრიზისულ მდგომარეობაში დახმარების აღმოსაჩენად, რომელშიც შეიძლება ყოველი დღის ნებისმიერ წუთს აღმოჩნდეს შიმშილობის შედეგად, ამიტომ ის უარს ამბობს გადასვლაზე,“ - აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.


მისივე თქმით, ექსპრეზიდენტს ანალიზები დღეში ორჯერ უტარდება. ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ ჩამოსულია უკრაინელი ექიმი და იგეგმება მის მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულება.


Ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up