ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელორუსის ჯარები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სპეცოპერაციაში არ მონაწილეობენ.
„წავიკითხე: ”დაახლოებით დილის 5 საათზე, უკრაინის სახელმწიფო საზღვარს რუსეთისა და ბელარუსიის მიდამოებში დაესხნენ თავს ბელარუსის მხარდაჭერილი რუსული ჯარები.” ბელორუსის ჯარები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სპეცოპერაციაში არ მონაწილეობენ“, — ამის შესახებ ლუკაშენკომ სამხედროებთან შეხვედრაზე განაცხადა.
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაცია, რომ უკრაინას თავს ბელარუსიდანაც დაესხნენ. მათი ცნობით, სასაზღვრო ქვედანაყოფებზე, სასაზღვრო პატრულებსა და საგუშაგოებზე თავდასხმები ხორციელდება არტილერიის, მძიმე ტექნიკისა და მცირე იარაღის გამოყენებით.