უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები განიხილეს

უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები განიხილეს

access_time2023-01-26 21:30:41

2023 წლის 26 იანვარს ქ. ლონდონში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდი გაიმართა. დელეგაციის წარმომადგენლებს მიმართეს და დიალოგს უძღვებოდნენ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი  ჯეიმს კლევერლი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

 

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს უორდროპის სტრატეგიული დიალოგის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობათა ფართო სპექტრს და ჩამოყალიბდა, როგორც ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისკენ მიმართული  რეგულარული ფორმატი.

 

მინისტრები მიესალმნენ გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ შესანიშნავ პოლიტიკურ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც აისახება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

 

განხილვის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები. დიდი ბრიტანეთის მხარე მიესალმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ.

 

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს და ქართულ მხარეს აღუთქვა  ბრიტანეთის განგრძობითი მხარდაჭერა ამ მიმართულებით.

 

გაერთიანებული სამეფოს მხრიდან კიდევ ერთხელ  დადასტურდა  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა  და ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესს.


 

საუბარი ასევე შეეხო მშვიდობისა და უსაფრთხოების  მნიშვნელობას რეგიონში.

 

უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას და ამ პროცესში უკრაინის მხარდაჭერას როგორც გაერთიანებული სამეფოს, ისე საქართველოს მხრიდან. აღინიშნა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ,  ასევე დადებითად შეფასდა ალიანსის მიერ  საქართველოს პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა.

 

აღინიშნა საქართველოს როლი გლობალურ უსაფრთხოებაში და მის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი ამ ძალისხმევაში.

 

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების შემდგომი განვითარების მნიშვნელობა და გამოთქვეს მზადყოფნა, გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში, ხელი შეუწყონ  თავისუფალი სავაჭრო შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას. მხარეებმა იმსჯელეს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს მზარდ თანამშრომლობაზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში.  

 

შეხვედრაზე განიხილეს კულტურისა და ხალხთა შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მნიშვნელობაც. ასევე,  მინისტრები მიესალმნენ გასულ წელს აღნიშნულ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავს და დაადასტურეს  საიუბილეო თარიღის მნიშვნელობა არსებული პარტნიორული კავშირების შემდგომი გაძლიერების თვალსაზრისით.

 

სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდის ფარგლებში, სამუშაო სესიები გაიმართა პოლიტიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ვაჭრობის,  კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით.

 

უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, გაერთიანებულმა სამეფომ და საქართველომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას რეადმისიის შესახებ და შეთანხმებას საჰაერო მიმოსვლის შესახებ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up