უსაფრთხოების სფეროს საექსპერტო წრეების წარმომადგენლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

უსაფრთხოების სფეროს საექსპერტო წრეების წარმომადგენლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

access_time2022-01-10 16:00:17

უსაფრთხოების სფეროს საექსპერტო წრეების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

 

„საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული არჩევანი - იყვნენ დამოუკიდებელი და თვითონ მართონ საკუთარი ბედი - კიდევ ერთხელ დადგა რუსული ოკუპაციის საფრთხის ქვეშ. დასავლეთის მიმართ გამოთქმული ულტიმატუმის სახით კრემლი პირდაპირ მიანიშნებს, რომ საქართველოს მომავალს მხოლოდ რუსეთის გავლენის და დიქტატის ქვეშ ხედავს.

 

 

აღნიშნული მუქარა პირდაპირ შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ, როგორც სამხედრო პროვოკაციების, ასევე ფართომასშტაბიანი აგრესიის განახლების საშიშროებას, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტის შეზღუდვით და საერთაშორისო თანამეგობრობასთან, დასავლეთთან სასიცოცხლო კავშირების გაწყვეტით ემუქრება.

 

 

აღნიშნული საფრთხის სიმძიმიდან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ: 

 

 

  • მიუღებელია ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირების გაგრძელება, ამ დაპირისპირებაში ქვეყნის რესურსის გაფლანგვა და ის დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.


  • ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის სასწრაფოდ უნდა იქნას მიღწეული ზეპარტიული კონსენსუსი , საგარეო საფრთხის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების და მუდმივ რეჟიმში პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესახებ.


  • ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მთავრობის შესაბამის სტრუქტურებს უნდა დაევალოს სასწრაფო ნაბიჯების განხორციელება მოსალოდნელი სამხედრო კრიზისის საპასუხოდ, როგორც სამხედრო/თავდაცვის, ასევე სახელმწიფოს ფუნქციონირების ყველა სხვა ძირითად სფეროში, როგორიცაა: ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, კავშირგაბმულობა, ფინანსები და ა.შ.


  • დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სრულფასოვანი უსაფრთხოების ზოლისა და სისტემის შექმნა, რაც გულისხმობს მიმდებარე ტერიტორებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უსაფრთხოებისა და კომუნიკაციის სპეციალური ზომების გატარებას და მუდმივი პატრულირების დაწესებას, ასევე მუდმივი თვალთვალისა და სწრაფი რეაგირების მექანიზმების შექმნას.


  • აღნიშნული გეგმებისა და ნაბიჯების სწრაფი განხოციელების მიზნით, აუცილებელია მოქმედებათა მუდმივი კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასა და ცენტრალურ უწყებებს შორის, მათ შორის ცენტრსა და რეგიონებში საჭირო მარაგების (სამხედრო და არასამხედრო) შექმნის მიზნით.


  • მთავრობამ სასწრაფო წესით უნდა უზრუნველყოს მეგობარ ქვეყნებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან გადაუდებელი გეგმების განხილვა და დამტკიცება საქართველოსთვის სამხედრო და სხვა სახის დახმარების უზრუნველსაყოფად, მოსალოდნელი რუსული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ.


  • საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საზღვარგარეთ უნდა დაევალოთ, სასწრაფო წესით დაიწყონ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წინაშე არსებული რუსული სამხედრო საფრთხის განხილვა და დახმარების აღმოჩენის გზების შეთანხმება.


  • რუსული აგრესიის შესაკავებლად გადადგმული და განსახორციელებელი ნაბიჯების შესახებ საქართველოს მოსახლეობას და საერთაშორისო პარტნიორებს მუდმივ რეჟიმში უნდა მიეწოდოთ სრული ინფორმაცია და უნდა მოხდეს სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერება.


  • დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ოპტიმალური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით უსაფრთხოების სფეროს რეფორმაზე ერთობლივი მუშაობა, უსაფრთხოების სფეროში შემავალი დარგების ექსპერტთა აქტიური მონაწილეობით. ამ მხრივ, უზომოდ დიდია პარლამენტის განხილვის, ზედამხედველობის და მონიტორინგის როლი აღნიშნული სისტემის შექმნაში.

 

 

ამ კრიტიკულ ვითარებაში საქართველოს საზოგადოებას არ აქვს უფლება ინერტულად ადევნოს თვალი ქართული სახელმწიფოებრიობის შეზღუდვის მცდელობას. ჩვენი მოვალეობაა მკაფიოდ მოვთხოვოთ ხელისუფლებას და სრულიად პოლიტიკურ სპექტრს, რომ გადადგან აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დროულად აარიდებს ამ მორიგ განსაცდელს. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა მოხდეს მოსკოვის მიერ შექმნილი კრიზისის როგორც შესაძლებლობის გამოყენება დასავლურ სივრცეში და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის დასაჩქარებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

 



აღნიშნული განცხადების ადრესატები არიან:


საქართველოს პარლამენტი;

საქართველოს მთავრობა;

საქართველოს პრეზიდენტი;

თბილისის საკრებულო;

თბილისის მერია;

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;

ფინანსთა სამინისტრო;

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

ენერგეტიკის სამინისტრო;

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

საქართველოს პროკურატურა;

კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

საქართველოს სახალხო დამცველი;

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

საქართველოს ეროვნული ბანკი;

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია;

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up