USAID-ის მისიის დირექტორი ჯონ ა. პენელი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს და პოტენციურ ინვესტორებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა ბოლო დროინდელი მოვლენები განახლებადი ენერგიის მიმართულებით და ამ მიზნის მისაღწევად გაწეული ძალისხმევა.
USAID და საქართველოს მთავრობა ერთობლივად მუშაობენ საქართველოს პოტენციალის რეალიზებისთვის განახლებადი ენერგიის მიმართულებით. ინვესტიციების მხარდაჭერის თანამედროვე და ეფექტური მექანიზმების მეშვეობით ჩვენ მოვუწოდებთ ბიზნესებს აქტიურად ჩაერთონ განახლებადი ენერგიის პროექტების ინიციირებასა და განხორციელებაში. კერძო სექტორის ჩართულობა გადამწყვეტ როლს ასრულებს განახლებადი ენერგიის წარმოების პრაქტიკის მდგრადობასა და წარმატებაში.