USAID-სა და Mastercard-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებაა

USAID-სა და Mastercard-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებაა

access_time2022-06-01 17:05:22

 Mastercard-სა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რათა ქვეყანაში დაჩქარდეს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი. აღნიშნული თანამშრომლობის პარტნიორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

 

მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) განვითარებას; ციფრული ეკონომიკისა და ფინანსური ინკლუზიისა ზრდას - ტექნოლოგიების, ციფრული აქტივებისა და სერვისების გამოყენებით. თანამშრომლობის ძირითადი სფეროებია ტურიზმი, E-Commerce-სა და Fintech ეკოსისტემა.

 

ამ მიზნის მისაღწევად, Mastercard, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, გეგმავს შეიმუშაოს და განახორციელოს სამწლიანი საქართველოს ციფრული პარტნიორობის პროგრამა, რომელიც მოიცავს მრავალ ინიციატივებსა და აქტივობებს, რომელთა განხორციელებაშიც მონაწილეობას მიიღებს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორი. ერთობლივი ინიციატივების რამდენიმე მიმართულებებია:

 

  • ტურიზმი

 

Mastercard და USAID, შესაბამისი მონაცემების, ცოდნისა და ინფორმაციის მიწოდების გზით, ხელს შეუწყობენ ტურიზმის პოპულარიზაციას და გააძლიერებენ საჭირო მარკეტინგულ პოლიტიკას. ციფრული გადახდის გამოცდილების შემუშავებით, Mastercard ხელს შეუწყობს უნაღდო ტრანზაქციების გაძლიერებას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია აპირებს, რომ საქართველოში განაგრძოს ინვესტიცირება ბარათების მიმღების ქსელის განვითარების მიმართულებით. მათ შორისაა Tap on Phone სისტემა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს, საშუალებას აძლევს, მობილური ტელეგონის მიმღებ მოწყობილობად გადააქციონ.  

 

  • ელექტრონული კომერციის აკადემია

 

ელექტრონული კომერციის აკადემიის მხარდასაჭერად, Mastercard და USAID, საკუთარ წარმოამდეგლობას ჩართავენ კურიკულუმის შემუშავების კომიტეტში.   აკადემიის მიზანია განავითაროს და გააძლიეროს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისა და დაინტერესებული ახალგაზრდების ცოდნა და უნარები, რათა მათ ეფექტურად გამოიყენონ ელექტრონული კომერციის შესაძლებლობები, როგორც საკუთარი ბიზნესის შესაქმნელად, ასევე არსებული ბიზნესის დაგეგმვისა და მართვისთვის. მხარეები დაეხმარონ მცირე და საშუალო ბიზნესსებს, რათა დაკავშირდნენ ციფრულ ეკონომიკასთან. მათ შორის, იგულისხმება ციფრული და ფინანსური განათლების ხელშეწყობა. აღნიშნული ინიციატივა დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესებს,  ჩაერთონ ელექტრონულ კომერციაში და დანერგონ გადახდის თანამედროვე სისტემები.

 

  • Fintech Ecosystem

 

მხარეები თანამშრომლობის ფარგლებში, ხელს შეუწყობენ ახალბედა, პერსპექტიულ Fintech კომპანიებს, რათა მათ მიეცეთ ზრდისა და საერთაშორისო გაფართოების შესაძლებლობება. ისინი მათ შესთავაზებენ როგორც ფინანსურ ტექნოლოგიებს, ასევე ტრენინგებსა და თეორიული ცოდნის მიღების სხვა შესაძლებლობებს. Mastercard-ისა და USAID-ის ცოდნის, გამოცდილების გამოყენება, ქართული Fintech კომპანიებს, წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

 

ასევე, აღნიშნული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კომპანიები დაეხმარებიან მცირე და საშუალო ბიზნესებს, შეიმუშავონ და განავითარონ უკეთესი,  ეფექტური ბიზნეს ოპერაციები; გააძლიერონ საბაზრო კავშირები და მიიღონ დამატებითი შემოსავალი. Mastercard და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ითანამშრომლებენ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ხელი შეუწყონ Fintech ეკოსისტემის განვითარებას და დამწყებ, პერსპეტრიულ კომპანიებს, საერთაშორისო გაფართოების შესაძლებლობა მისცენ.

 

დამატებით, კომპანიების თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ფინანსური და ციფრული ინკლუზიის პროექტების შემუშავება და განხორციელება, რათა ქვეყანაში დაჩქარდეს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესები, გაუმჯობესდეს არსებული ინფრასტრუქტურა და განვითარდეს ციფრული ეკოსისტემები.

 



 

USAID-ის დირექტორი, პიტერ ვიბლერი - „Mastercard-თან თანამშრომლობით ჩვენ ერთობლივად დავეხმარებით ქვეყანას გაძლიერდეს ციფრული ეკონომიკის მიმართულებით და გახდეს გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის ინდუსტრიის სფეროში. მოუთმენლად ველოდებით Mastercard-თან პარტნიორობის გააქტიურებას, რათა გავაფართოვოთ ჩვენი თანამშრონლობა კერძო სექტორის პარტნიორებთან და შედეგად, გავზარდოთ ტურიზმის ინდუსტრია, დავეხმაროთ ბიზნესებს გაფართოებაში და მთელი ქვეყნის მასშტაბით შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები“.

 

იასემინ ბედირი, Mastercard-ის პრეზიდენტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში - „სიამაყით ვაცხადებ, რომ უკვე 22 წელზე მეტია, Mastercard საქართველოში ოპერირებს. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ დავნერგეთ ინოვაციური გადახდის მრავალი მეთოდი და ვითანამშრომლეთ გადახდის ინდუსტრიის მთავარ მოთამაშეებთან. ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე, ჩვენ მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ მხარეებთან. მართლაც, განვითარებად ქვეყნებს შორის, საქართველო ის ბაზარია, სადაც უნაღდო გადახდების რაოდენობა სწრაფად მზარდია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ნამდვილად ციფრული ეკონომიკის გზაზე დგას.“

 

####

 

Mastercard-ის შესახებ:

 

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com

 

USAID-ის შესახებ საქართველოში:

აშშ წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს  დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები.  1992 წლიდან USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia 

.

 

 

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ:

 

5 წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ.  პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ.


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:  https://www.facebook.com/EconSecProgram

 

 (R)


თეგები:
Mastercard USAID



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up