„უწიგნური, გაუნათლებელი ხარ - არაფერი იცი ამ ქვეყანაზე საერთოდ, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მსახურება იცი“ - ხატია დეკანოიძე მიხეილ ყაველაშვილს

„უწიგნური, გაუნათლებელი ხარ - არაფერი იცი ამ ქვეყანაზე საერთოდ, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მსახურება იცი“ - ხატია დეკანოიძე მიხეილ ყაველაშვილს

access_time2023-03-06 14:12:27

მიშა, მე, მაგალითად, წავიკითხავდი ორ წიგნს და მერე მოვიდოდი აქ! უწიგნური, გაუნათლებელი ხარ. არაფერი იცი ამ ქვეყანაზე საერთოდ, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მსახურება იცი, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის დეპუტატს მიხეილ ყაველაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

 

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ყველა, ვინც ამ კანონპროექტს დააჭერს თითს, სამშობლოს გამყიდველი იქნება.

 

„ცივილიზებული სამყაროს აქეთ დგახართ ყველა, მათ შორის ისინიც, რომლებიც კონფერენციებში მონაწილეობენ, დელეგაციებში არიან, დადიან დასავლეთში, "შოპინგობენ", თმებს იჭრიან, ყველა ამ ადამიანის გადაადგილება დადგება საფრთხის ქვეშ. ეს იქნება ამ ადამიანების ბოლო. მე მაქვს რიტორიკული კითხვა, მზად ხართ თუ არა ამისთვის, რომ საქართველო, საბოლოოდ, ამ ცივილიზაციის მხარეს დააყენოთ და თქვენ შეგეზღუდოთ გადაადგილება?!

 


მიშა, მე, მაგალითად, წავიკითხავდი ორ წიგნს და მერე მოვიდოდი აქ. პარლამენტის წევრი რომ ხართ და განათლება და უმაღლესი განათლება არ გაქვთ... ყველა, ვინც ამ კანონპროექტს დააჭერს თითს, სამშობლოს გამყიდველი იქნება. ამას არაფერი არ შეცვლის! მიშა, ძალიან უწიგნური ხარ! რომ იცოდე. მე, მაგალითად, წიგნს წავიკითხავდი შენ ადგილას. უწიგნური, გაუნათლებელი ხარ. არაფერი არ იცი ამ ქვეყანაზე საერთოდ, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მსახურება იცი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

 

დეკანოიძეს მიხეილ ყაველაშვილმა უპასუხა, რომ მას და „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველო უკვე გაყიდული აქვთ.

 

„წიგნი რა შუაშია, სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება. შენ წარმოადგენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და უკვე გაყიდე სამშობლო. შენ ხარ იმ ძალის წარმომადგენელი, რომელმაც რეზოლუციას ხელი მოაწერა და საკუთარ სამხედროები ომის დაწყებაში დაადანაშაულა. რა იცი შენ ჩემი განათლების შესახებ? შენ განათლება გგონია წიგნების წაკითხვა და არ არის მარტო ეგ. ამ რეზოლუციას შენმა კოლეგებმა ხელი რომ მოაწერეს, ვერ გაექცევით! ახლა ვაცხადებ, რომ დიდი სიამოვნებით მოვაწერ ხელს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომ გამოიძიოს და ბოლომდე დამთავრდეს „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ყაველაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up