ვანო მაჭავარიანი - მხოლოდ ქუჩით ვერაფერს მოიგებ - აქცია ლოზუნგით - „მე მოვალ და შენ წადი“, არსად გამოსულა

ვანო მაჭავარიანი - მხოლოდ ქუჩით ვერაფერს მოიგებ - აქცია ლოზუნგით - „მე მოვალ და შენ წადი“, არსად გამოსულა

access_time2021-11-01 23:20:00

მხოლოდ ქუჩით უბრალოდ ვერაფერს ვერ მოიგებ, მაშინ რადიკალური გადაწყვეტილებები უნდა მიიღო და საზოგადოებაც მზად იყოს ამისთვის. საპროტესტო აქცია ლოზუნგით - „მე მოვალ და შენ წადი“, არსად არ გამოსულა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვანო მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.


პოლიტოლოგის თქმით, თუ საზოგადოების მუხტზე დაკვირვებით არ ჩანს, რომ აქციებზე მილიონი ადამიანი გამოვა, ამას მთავრობაც ძალიან კარგად გაიგებს და „ქართული ოცნება“ ამ ტიპის საპროტესტო აქციებს შეეგუა.


,,არ იცოდნენ რომ ამ ციფრებს გამოაცხობდნენ და მანიპულირება იქნებოდა ამომრჩევლის ნებით? ეს პროტესტი უნდა დაეგეგმათ, ასე სპონტანურად ამ შედეგის გასაპროტესტებლად გაცილებით ნაკლები ხალხი მივიდა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებით. მე თუ მკითხავთ დაუგეგმავი ჩანს ეს ქუჩა და პოლიტიკური პროცესები. როგორც ჩანს ადამიანი, ვინც ამ გადაწყვეტილებების მიმღებია, ყველაფერს თავის თავზე იღებს, არ არის ერთიანი პოზიცია ამასთან მიმართებაში და სხვანაირად უნდა მიდგომა.


მხოლოდ ქუჩით უბრალოდ ვერაფერს ვერ მოიგებ, მაშინ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების რეჟიმში უნდა იყო და საზოგადოება მზად იყოს ამისთვის. საპროტესტო აქცია ლოზუნგით - „მე მოვალ და შენ წადი“ არსად არ გამოსულა ბოლო პერიოდში, გარდა ხავერდოვანი რევოლუციებისა. შეიძლება იყო მართალი, მაგრამ უნდა იყო მართალიც და ბრძენიც, რომ შენი სიმართლე არამხოლოდ დაამტკიცო, არამედ პრაქტიკული რეალიზაციაც მოახდინო, რათა შეიცვალოს ეს მახინჯი სისტემა. თუ ისეთი მუხტია საზოგადოებაში, როდესაც არ ჩანს რომ გამოვა მილიონი ადამიანი, ამას მთავრობა ძალიან კარგად გაიგებს, „ქართული ოცნება“ შეეგუა ამ ტიპის საპროტესტო აქციებს“, - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.



მისივე შეფასებით, პარლამენტის ბოიკოტი არ არის სწორი არჩევანი და როგორც საზოგადოება, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ნაბიჯს არ იღებს.


,,მგონია ეს დაგვიანებული და ათასჯერ განვლილი თემაა, იყო პოლიტიკური აქტორი და არ იყო საპარლამენტო პროცესების ნაწილი ცოტა უცნაურია. საერთაშორისო თანამეგობრობაც და საზოგადოებაც ამ ნაბიჯს არ იღებს. ვფიქრობ, ეს ისევ ემოციურ ფონზე კეთდება, პარლამენტის ბოიკოტი არ არის სწორი არჩევანი, რა შედეგს იძლევა ეს? ბოიკოტის რეჟიმი და რა? ძალიან მინდა ოპოზიციას ჰქონდეს დაგეგმილი გასვლაც, ბოიკოტიც და მანდატებზე უარის თქმაც. ამ სისტემას ასევე შიგნიდან და პოლიტიკური სივრციდან უნდა ებრძოლო, ამისთვის არის პარლამენტი, რომ პოლიტიკური ბრძოლა განახორციელო. არ მგონია, რომ მარტო ქუჩა იქნება ეფექტური მექანიზმი, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია პარლამენტიც იყოს გამოყენებული“, - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.



ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up