ვახტანგ ძაბირაძე - გუშინდელ აქციაზე ღარიბაშვილმა ღარიბაშვილს გადააჭარბა, „სასწაული“ გამოსვლა ჰქონდა

ვახტანგ ძაბირაძე - გუშინდელ აქციაზე ღარიბაშვილმა ღარიბაშვილს გადააჭარბა, „სასწაული“ გამოსვლა ჰქონდა

access_time2021-10-28 11:20:16

არ მგონია, ამ აქციამ და გამოსვლებმა არჩევნებზე სერიოზული ელექტორალური მოზიდვა გამოიწვიოს - ასეთი აქცია, როდესაც ხელისუფლება აკეთებს, როგორც წესი, უფრო უკუშედეგის მომტანია, ვიდრე დადებითის, - ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „ქართული ოცნების“ მიერ გუშინ გამართული აქციის შეფასებისას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

რაც შეეხება აქციაზე მმართველი გუნდის ლიდერების გამოსვლებს, როგორც ძაბირაძე აღნიშნავს, „ღარიბაშვილმა ღარიბაშვილს გადააჭარბა“.

„მიზანთან დაკავშირებით თავად ხელისუფლება ამბობს, რომ შემაჯამებელი აქცია იყო. მაგრამ ერთია, რას ამბობს ხელისუფლება და მეორეა, როგორ აღიქვამს ამას საზოგადეობა. ბუნებრივია, რომ ეს იყო დემონსტრირება, ამის შესახებ, თავადაც ამბობენ ხოლმე. როდესაც პარტიის თავმჯდომარე აცხადებს - ჩვენ იმდენი მძღოლი დაგვჭირდება, რამდენიც ოპოზიციის აქციაზე იყო, იმას მიანიშნებს, რომ ეს მაინც კონტრაქცია იყო. საზოგადოებაც ასევე აღიქვამს. ხალხმრავლობა, მართლაც სერიოზული იყო, მაგრამ როდესაც ხელისუფლება აკეთებს აქციას, იქ ხალხმრავლობა მნიშვნელოვანი არ არის, იმიტომ, რომ ამასაც საზოგადოება აღიქვამს როგორც სახელისუფლებლო რესურსის გამოყენებას. ამიტომ 2012 წლის აქციასთან შედარება არასწორი და არასერიოზულია.

რაც შეეხება თავად აქციის შინაარსს, ბუნებრივია, ყველამ იცოდა, რომ ეს აქცია ძირითადად მაინც ყოფილი ხელისუფლების კრიტიკისადმი იქნებოდა მიძღვნილი, მაგრამ პირადად ჩემთვის საკმაოდ დამთრგუნველად იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ ღარიბაშვილმა ღარიბაშვილს გადააჭარბა ისეთი გამოსვლა იყო. „სასწაული“ გამოსვლა ჰქონდა“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის აქცია ისეთი მომგებიანი არ იქნება, როგორც ეს ხელისუფლებას ჰგონია.


„ჩემი აზრით, არც ისე მომგებიანი იქნება როგორც ეს ხელისუფლებას ჰგონია. მათ რაღაცნაირად უნდოდათ რეანიმირება გაეკეთებინათ 2012 წლის აქციისთვის, მაგრამ ეს არ გამოდის. მაშინ ადამიანები, ვინც იქ მივიდნენ, მართლა მივიდნენ იმიტომ, რომ ხელისუფლების მოწინაღმდეგეები იყვნენ. დღეს, როდესაც ავტობუსებით ჩამოგყავს, ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებ და ა.შ. ყოველ შემთხვევაში ეჭვებია ასეთი - ასეთი აქციები სხვაც გვინახავს და ამას არასდროს ისეთი შედეგი არ გამოუწვევია, რომ ღირებულიყო ამის ჩატარება. ამას ჯობდა, სადაც თვითმმართველობის არჩევებია, იმ ქალაქებში გაეკეთებინათ აქციები ან რეგიონალურ ცენტრებში, ცენტრალურ ქალაქებში. იმერეთში ორ თუ სამ რაიონშია მუნიციპალური არჩევნები და მაგალითად, ქუთაისში გაეკეთებინათ. რაღაც ასეთი ჯობდა, ჩემი აზრით, ვიდრე თბილისში ყველას ჩამოყვანა“,- განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, თბილისში „ქართული ოცნების” მხარდასაჭერი აქცია გუშინ გაიმართა. პარტიის შემაჯამებელი აქცია, რომელიც თავისუფლების მოედანზე მოეწყო, 17:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. აქციას მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდნენ.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ. მათ მოქალაქეებს 30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდეს.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up